ზედიზედ 8-ჯერ და ისტორიაში 37-ე -
Aa
Aa

ზედიზედ 8-ჯერ და ისტორიაში 37-ე - "იუვენტუსი" სკუდეტოს მფლობელია!

ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგაზე ფიასკოს შემდეგ სერია ა-ში 37-ე ჩემპიონობა იზეიმა!

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ფლორენციელებს 2:1 სძლია და სკუტედო ზედიზედ მერვედ მოიგო! დიახ, ეს რეკორდია! ტოპ 5 ლიგებს შორის აქამდე არცერთ გუნდს ზედზედ რვაჯერ ჩემპიონატი არ მოუგია.

2011-2012 წლებიდან "ბებერი სინიორა" ჩემპიონობას არავის უთმობს და ეს უბრალოდ არანორმალური შედეგია!

აღსანიშნავია, რომ ტურინელთა მიერ ზედიზედ რვაჯერ მოგებული სკუდეტოდან რვავე შემთხვევაში გამარჯვება მხოლოდ ორმა მოთამაშემ იზეიმა. ესენი ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალი არიან.

დღევანდელ შეხვედრაში ტურინელები 0:1-ი მარცხდებოდნენ, თუმცა ალეგრის გუნდმა მატჩის სადავეები ხელთ იგდო და საჩემპიონო 3 ქულა გაიფორმა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები