Aa
Aa

მორაგბეთა დიდი წარმატება! - საქართველო ევროპის ჩემპიონია!

კალინინგრადში გამართული ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეთა შორის საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 20:10 დაამარცხა. ქართველმა მორაგბეებმა აღნიშნული ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვეს.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ესპანეთთან შეხვედრაში

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ტურნირის მასპინძელი რუსეთი 64:10 დაამარცხა, ესპანეთმა კი მის მეზობელ პორტუგალიას 20:5 მოუგო.

ნახევარფინალამდე დავით ჩავლეიშვილის გუნდმა მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრები გაანადგურა. ანგარიში ქართველთა სასარგებლოდ შთამბეჭდავი იყო - 46:0.

ცხელი ამბები