85 მილიონი ევრო -
Aa
Aa

85 მილიონი ევრო - "იუვენტუსი" ისკოს შესაძენად ემზადება

ტურინის "იუვენტუსი" შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს და ზაფხულში ისკოს შესაძენად გეგმებს ალაგებს.

როგორც მოგეხსენებათ, ზინედინ ზიდანს ედენ აზარისა და კრისტიან ერიკსენის შეძენა სურს, რაც ისკოს მადრიდულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მოვლენების ასეთი განვითარებისთვის ემზადება "იუვენტუსი", რომელიც ესპანელი შუახაზელის სანაცვლოდ 85 მილიონ ევროს ამზადებს.

ისკოს "რეალიდან" წასვლაზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიდის. ესპანელმა "სამეფო კლუბის" ძირითადში ადგილი ვერანაირად დაიბევა. ზიდანის დაბრუნების შემდეგ სიტუაცია თითქოს დალაგდა, თუმცა როგროც შემდეგში გაირკვა ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო.

ნებისმიერ შემთხვევაში ისკოს, ბეილისა და კიდევ ბევრი ფეხბურთელის ბედი "რეალის" სატრანსფერო გეგმებზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება თავად "იუვენტუსს", ტურინელთათვის 2019-2020 წლების სეზონი გარდამტეხი იქნება. გუნდის დატოვებას გეგმავს პაულო დიბალა, რომელიც რონალდუს შეძენის შემდეგ ტურინში თავს კომფორტულად ვეღარ გრძნობს.

თავად კრიშტიანუ კი შემადგენლობის გაძლიერებას ითხოვს. იტალიური პრესის მტკიცებით, პორტუგალიელი მორიგი წარუმატებელი სეზონის შემდეგ 2020 წელს "იუვენტუსს" დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები