Aa
Aa

"ეს ნაგავი თქვენს თავზე აიღეთ" - რონალდუს უღირსი ჟესტი თანაგუნდელების მიმართ!

ამსტერდამის "აიაქსთან" მარცხის შემდეგ "იუვენტუსის" ოცნების კოშკები დაიმსხვრა. ტურინელები ახლა უკვე ისეთი სრულყოფილი და უძლეველი გუნდის შთაბეჭდილებას აღარ ტოვებენ.

როგორც ჩანს, "აიაქსის" მსგავსი თამაში და საბოლოო შედეგიც კრიშტიანუ რონალდუს არ გაკვირვებია.

ბრიტანულ პრესაში გამოჩნდა ვიდეო სადაც სტადიონიდან გამავალი რონალდუს ჟესტი ჩანს, რომელსაც ის თანაგუნდელებს უჩვენებს და თან რაღაცას ეუბნება.

იტალიელმა ჟურნალისტმა ტანგრედი პალმერიმ ეს მომენტი მარტივად გაშიფრა და პრესას განუცხადა, რომ კრიშტიანუმ მარცხი თანაგუნდელებს დააბრალა.

"ეს ნაგავი თქვენს თავზე აიღეთ" - ასე მიმართა 34 წლის რონალდუმ თანაგუნდელებს.

კრიშტიანუს იმედგაცრუების მიუხედავად მის ასეთ ქმედებას ტურინელთა გასახდელში კარგი გამოხმაურება ნამდვილად არ მოჰყვება.

კრიშტიანუმ ლიდერის თვისებები არ (ან ვერ) გამოავლინა და ნამდვილად უმსგავსოდ მოიქცა.

"აიაქსთან" მარცხისა და რონალდუს ამ ჟესტის შემდეგ Gazzetta dello Sport-მა "იუვენტუსის" გასახდელში არსებულ ვითარებას "გამაყრუებელი სიჩუმე" უწოდა.

ამ შეხვედრის შემდეგ რონალდუს კლუბთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

თუ ზაფხულში "იუვენტუსი" შემადგენლობის გაძლიერებაზე არ იფიქრებს, საკმაოდ დიდი შანსია იმის, რომ რონალდუმ გუნდი კონტრაქტის ამოწურვამდე 2 წლით ადრე 2020 წლის ზაფხულში დატოვოს.

ჯერჯერობით ხსენებულ ინციდენტზე მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება. ტურინელთა რიგებში კი სიტუაცია აშკარად არეულია. რონალდუს მოსვლის შემდეგ ნელ-ნელა დიბალას გუნდიდან წასვლა რეალური გახდა და ზაფხულში არგენტინელის ტრანსფერი უკვე ერთ-ერთი ყველაზე პროგნოზირებადი გახლავთ.

შესაძლოა ისე მოხდეს, რომ "იუვენტუსმა" ერთი წლის შემდეგ დიბალასთან ერთად რონალდუც დაკარგოს და ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუხდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები