Aa
Aa

სუპერფინალური სერია: ბითაძისა და "ბუდუჩნოსტის" მეორე გამარჯვება! ტიტულამდე 1 მატჩი რჩება

ადრიატიკის ლიგის სუპერფინალში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტიმ" "ცრვენა ზვეზდას" შინ მეორე შეხვედრაც მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

"ბუდუჩნოსტიმ" შეხვედრა 84:80 მოიგო, თუმცა მასში წვლილი გოგას ნაკლებად მიუძღის. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 17:07 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 ბლოკი იყო.

გოგას მორიგი ბრწყინვალე ბლოკი

ბითაძის ასეთი დაბალშედეგიანობა მწვრთნელის მიერ არჩეული ტაქტიკის დამსახურება იყო. გუნდი დაცვაში აგრესიულად თამაშობდა, რაც საბოლოოდ გოგას 5 პერსონალური ფოლის მიღებით დასრულდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა ქართველ ცენტრს დაცვაში ურიგოდ არ უთამაშია.

"ბუდუჩნოსტის" გამარჯვების მთავარი შემოქმედი ნორის კოული იყო, რომლის ანგარიშზეც 31 ქულა გახლდათ.

სუპერფინალის გადამწყვეტი მე-5 შეხვედრა "ცრვენა ზვეზდას" მოედანზე 22 აპრილს ბელგრადში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები