Aa
Aa

მოსამართლემ გეგეშიძეს ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასმართლო პროცესი გაიმართა.

სხდომას თავად ბრალდებულიც დაესწრო, რომელმაც სასამართლოში ყოფნის დროს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

გეგეშიშიძეს ადვოკატი საკუთარი შუამდგომლობით სასამართლოს სთხოვდა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია გამოეთხოვა იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა ზურაბ დათუნაშვილს 2013 წლიდან დღემდე, ევროკავშირის შენგენის რომელიმე ქვეყანაში შესვლა აკრძალული და რა მიზეზით.

მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ამ ფაქტს გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმესთან კავშირი არ აქვს. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა გეგეშიძის ადვოკატისთვის.

შემდეგი სასამართლო სხდომა 24 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

  

ცხელი ამბები