Aa Aa
7 აპრილი 2015  |  22:22

კომპანი: „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრა რეაბილიტაციისთვის ბრწყინვალე შანსია

„მანჩესტერ სიტის“ კაპიტანმა, ვინსენ კომპანიმ, „პრემიერ ლიგის“ მომდევნო ტურის ცენტრალურ მატჩზე ისაუბრა, სადაც მისი გუნდი თანაქალაქელ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება. ფეხბურთელის განცხადებით აღნიშნული შეხვედრა მისი გუნდისთვის რეაბილიტაციის შანსი იქნება.

 

„ერთადერთი რამ, რაც ამ ეტაპზე მაღელვებს არის ის, რომ გუნდმა რაც შეიძლება მალე მოახერხოს ჩვეულ ფორმაში ჩადგომა. რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაპირისპირებას, ჩვენ ამ მატჩს მოთმენლად ველით. ეს დერბია და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი გუნდი რომელ ადგილზე იმყოფება ამ ეტაპზე. ეს შეხვედრა ჩვენთვის „კრისტალ პალასთან“ მარცხის შემდეგ რეაბილიტაციის ბრწყინვალე შანსია“ - განაცხადა ვინსენ კომპანიმ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!