AS – “რეალი” იოვიჩის ტრანსფერთან ახლოსაა
Aa
Aa

AS – “რეალი” იოვიჩის ტრანსფერთან ახლოსაა

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ის მიხედვით მადრიდის „რეალი“ ფრანკფურტის „აინტრახტის“ 21 წლის თავდამსხმელის, ლუკა იოვიჩის, ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა.

სერბი ფორვარდი „აინტრახტში“ იჯარის წესით ასპარეზობდა და გერმანულმა გუნდმა „ბენფიკასგან“ გასულ კვირას გამოისყიდა.

გავრცელებული ინფორმაციით „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლები იოვიჩის თამაშით მოხიბლულები არიან და სჯერათ, რომ 21 წლის ფეხბურთელს „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება შეუძლია. „სანტიაგო ბერნაბეუს“ მკვიდრების მესვეურები თვლიან, რომ ლუკა ბენზემას სერიოზულ კონკურენციას გაუწევს (ან მას შეუწყვილდება) და ვინისიუსის პროგრესსაც არ შეუშლის ხელს.

AS-ის ცნობით ტრანსფერის თანხა 43 და 50 მილიონ ფუნტს შორის იქნება, რაც კიდევ ერთი პლუსია. აღსანიშნავია, რომ იოვიჩის სანაცვლოდ გადახდილი თანხის 20 პროცენტს „ბენფიკა“ მიიღებს.

Daily Mail იუწყება, რომ სერბი თავდამსხმელის საკუთარ რიგებში ხილვა „მანჩესტერ სიტის“ და „ბაიერნს“ სურდათ. „ქალაქელებმა“ გერმანიაში სკაუტებიც გააგზავნეს, თუმცა თუ ესპანურ გამოცემას დავუჯერებთ ყველაფერი „რეალის“ სასარგებლოდ გადაწყდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები