Aa
Aa

ჩაბი ალონსო: "ორმატჩიან დაპირისპირებაში „ლივერპულს“ ნებისმიერი ოპონენტის დამარცხება შეუძლია"

“ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი, ჩაბი ალონსო, დარწმუნებულია, რომ იურგენ კლოპის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ესპანელმა ნახევარმცველმა საკუთარი მოსაზრება Daily Mail-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა და განაცხადა:ლივერპულს სანუკვარი თასის დასაკუთრების დიდი შანსი აქვს. „მერსისაიდელები“ შარშან ფინალში იყვნენ და საჭირო გამოცდილება მიიღეს“.

„ვფიქრობ ეს ფაქტორი უდიდეს როლს ითამაშებს. „რეალთან“ წაგების შემდეგ მათ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება უფრო მეტად სურთ. ორმატჩიან დაპირისპირებაში „ლივერპულს“  ნებისმიერი ოპონენტის დამარცხება შეუძლია, ასე რომ გამორიცხული ნამდვილად არაფერია“.

ალონსო პრემიერ ლიგაში გაჩაღებულ საჩემპიონო ბრძოლასაც შეეხო და აღნიშნა: „სეზონის ამ ეტაპზე ყველა შეხვედრაში სამი ქულის აღება ძალიან რთულია. „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის და ეს ფაქტი იურგენ კლოპის გუნდის ამოცანას ერთიორად ართულებს. „მერსისაიდელებს“ ჩემპიონობის შანსი ნამდვილად აქვთ, თუმცა უმაღლეს დონეზე თამაში მართებთ“.

„ლივერპული“ საოცარი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. იურგენ კლოპმა სერიოზული სამუშაო გასწია და მას დიდ პატივს ვცემ. იმედი მაქვს პრემიერ ლიგის ტრიუმფატორის ბედი ბოლო ტურებში გაირკვევა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები