დილიან უაითი ენტონი ჯოშუასთან ბრძოლისთვის მზადაა
Aa
Aa

დილიან უაითი ენტონი ჯოშუასთან ბრძოლისთვის მზადაა

დილიან უაითი მზადაა ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ რინგზე გავიდეს და რევანში აიღოს. როგორც მოგეხსენებათ დაუმარცხებელ მებრძოლს 2 ივნისს ჯარელ მილერთან უნდა ეჩხუბა, თუმცა ამ უკანასკნელს ერთ-ერთი ნებაყოფილობითი ტესტის შემდეგ სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა. საქმე GW1515-ს ეხება, რომლის დახმარებითაც კუნთის მასის მომატება ხდება.

მილერმა ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი რამდენიმე საათის წინ გააკეთა. ჯარელმა ყველაფერი უარყო და ნიუ იორკის სპორტული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ენტონი ჯოშუას პრომოუტერმა, ედი ჰირნმა, მილერის შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო. ერთ-ერთ ვარიანტად დილიან უაითი განიხილება და ეს უკანასკნელი მზადაა WBO-ს, IBF-ის და WBA-ის ეგიდით მსოფლიო ჩემპიონთან ორთაბრძოლა გამართოს.

„ჯოშუასთან დაპირისპირებისთვის მზად ვარ. თუ მას ჩემთან ჩხუბი სურს, არანაირი პრობლემა არ მაქვს. თუ საინტერესო შეთავაზებას მივიღებ ფორმაში შესვლა არ გამიჭირდება. რამდენიმე კვირა ვივარჯიშებ და სპარინგ-პარტნიორების დახმარებით სასურველ კონდიციებს დავუბრუნდები“.

„როცა ასეთი შანსი გეძლევა უარი არ უნდა თქვა. ასე რომ მინდა იცოდნენ, რომ ენტონისთან ბრძოლისთვის მზად ვარ".

შეგახსენებთ, რომ დილიან უაითი ჯოშუას ერთხელ უკვე დაუპირისპირდა. ის ორთაბრძოლა ენტონის გამარჯვებით დასრულდა. ამ უკანასკნელმა ნოკაუტით იმარჯვა.

ცხელი ამბები