ხედირასთვის სეზონი დასრულდა
Aa
Aa

ხედირასთვის სეზონი დასრულდა

ტურინის "იუვენტუსის" გერმანელი ნახევარმცველი, სამი ხედირა, გუნდს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება. 32 წლის ფეხბურთელს გულის პრობლემების გამო დიდი დრო გაუცდა და "ბიანკონერის" აპრილის დასაწყისში დაუბრუნდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის შემდეგ ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.

გერმანელმა ინფორმაცია თავად გაავრცელა და "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: "ოთხი თვეა მუხლის ტკივილი მაწუხებს და პრობლემის მოსაგვარებლად გადავწყვიტე ქირურგიულ ჩარევას მივმართო".

"ოპერაცია უახლოეს დღეებში ჩატარდება. ჩემი მიზანია მომდევნო სეზონის სტარტისთვის 100 პროცენტით მზად ვიყო",

"მოუთმენლად ველი მომდევნო სეზონში გუნდთან ერთად მიზნების მიღწევისთვის ბრძოლას როდის დავიწყებ".

32 წლის ხედირამ მიმდინარე სეზონში სერია A-ს ეგიდით 10 შეხვედრა ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ტურინელთა მაისური 4-ჯერ მოირგო. ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე კვირას გასტანს და გერმანელი "იუვეს" სწორედ ამიტომ ვეღარ დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები