ფელიპე ლუისის უარი
Aa
Aa

ფელიპე ლუისის უარი "დორტმუნდს" - ბრაზილიელი "ბარსელონას" ელოდება

„ბარსელონა“ ტრანსფერებზე მუშაობას განაგრძობს. კატალონიელთა ერთ-ერთი პრიორიტეტული საზრუნავი მაღალი დონის მარცხენა მცველის შეძენა გახლავთ, რომელიც ალბას დუბლიორის როლის მორგებაზე წინააღმდეგი არ იქნება.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემის Bild-ის ინფორმაციით, „ბარსა“ „ატლეტიკოს“ ბრაზილიელი მცველის ფელიპე ლუისის შეძენას გეგმავს, რომელმაც „ბლაუგრანას“ გამო უარი „დორტმუნდს“ უთხრა.

ლუისს იმედი აქვს, რომ „ბარსელონა“ დაურეკავს. 33 წლის ბრაზილიელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და ვალვერდეს გუნდი მას ხელში სრულიად უფასოდ ჩაიგდებს.

ფელიპე ლუისმა თავის მომავალზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა და „ატლეტიკოს“ დატოვება არ გამორიცხა:

"მე "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი მაკავშირებს და ჩემთვის პრიორიტეტული სწორედ აქ დარჩენაა, თუმცა შემოთავაზებების განხილვას ვგეგმავ და საამისოდ ჩემი კარი ღიაა".

ყველაფერი ისე მიდის, რომ „ატლეტიკო“ ლუისთან ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს და გამოცდილი ბრაზილიელი მადრიდს დატოვებს.

ასევე, განიხილება მარკ კუკურელიას „ეიბარიდან“ უკან დაბრუნებაც, თუმცა ლუისის ტრანსფერი გაცილებით რეალურად მოსჩანს.

შეგახსენებთ, რომ „ბარსამ“ უკვე გაიფორმა ფრენკი დეიონგი. სავარაუდოა, რომ მალე მატიის დე ლიხტსაც შეიძენენ. კატალონიელები ფორვარდის შეძენასაც გეგმავენ.

ჯერჯერობით, „ბარსელონას“ რიგებში მხოლოდ 4 სავარაუდო ახალწვეულის გამოჩენას უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები