Aa
Aa

"მომდევნო სეზონი სერია ა-ში მისთვის ბოლო იქნება" - იმედგაცრუებული რონალდუ წასვლას გეგმავს!

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერც წელს შეძლებს. „ბებერი ქალბატონი“ ამსტერდამის „აიაქსთან“ შინ უშანსოდ დამარცხდა.

ორივე შეხვედრაში გოლის გამტანი რონალდუ მატჩის შემდეგ ძალიან იმედგაცრუებული იყო და კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც ჩანს, პორტუგალიელმა მარცხი მართლაც მტკივნეულად მიიღო. დღეს იტალიურმა გამოცემამ La Repubblica-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რონალდუ „იუვეს“ კონტრაქტის ამოწურვამდე 2 წლით ადრე დატოვებს.

კრიშტიანუს ხელშეკრულება 2022 წლამდეა გათვლილი და როგორც წყარო წერს, ის ტურინს მომდევნო სეზონის ბოლოს დატოვებს.

„კრიშტიანუსთვის კონტრაქტის ამოწურვამდე იტალიაში დარჩენა ძალიან რთული იქნება. მომდევნო სეზონი სერია ა-ში მისთვის ბოლო იქნება“. - წერს იტალიური გამოცემა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რონალდუს მატჩის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა პრესას ესაუბრა მისი დედა დოლორეს ავეირუ, რომელმაც La Gazzetta dello Sport-ს განუცხადა, რომ მისი შვილი ძალიან იმედგაცრუებული და დამწუხრებული იყო.

"ის დამწუხრებული იყო, ფინალში თამაში სურდა, თუმცა ეს მომავალი სეზონისთვის გადაიდო. რა მითხრა მან? - "დედა, მე სასწაულმოქმედი არ ვარ. ჩემპიონატში ყველაფერი რიგზეა, თუმცა აქ მიზანს ვერ მივაღწიეთ, რას ვიზამთ ცხოვრება გრძელდება".

აქვე გეტყვით, რომ სამშაბათს საღამოს ტურინერების აქციის ფასი 1,69 ევროს შეადგენდა, ხოლო დღეს დილიდან მათი საფასური 1,30 ევროა. ამის მიზეზი კი „აიაქსთან“ მარცხია.

Bloomberg-ის მონაცემებით ამ მომენტისთვის „იუვეს“ აქცია 1,44 ევროა , რაც გუშინდელთან შედარებით 16%-ით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები