რაშფორდმა
Aa
Aa

რაშფორდმა "მანჩესტერთან" მოლაპარაკებები შეაფერხა - "ბარსელონა" 100 მილიონს ამზადებს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მარკუს რაშფორდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, 21 წლის ინგლისელმა ფორვარდმა მოლაპარაკებები შეაფერხა. რაშფორდს „იუნაიტედის“ მიერ შეთავაზებული პირობები არ ხიბლავს და კვირაში 200 ათასი ფუნტის მიღება სურს.

ამავდროულად ცნობილია, რომ „ბარსელონა“ რაშფორდის გადაბირებით ინტერესდება. Mirror-ის ცნობით, კატალონიელები „იუნაიტედისთვის“ 100 მილიონი ფუნტის შეთავაზებას გეგმავენ.

რამდენიმე კვირის წინ ბრიტანული პრესა წერდა, რომ „მანჩესტერი“ „ბარსას“ ინტერესის გამო რაშფორდზე ღელავდა და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავდა, თუმცა როგორც ხედავთ მოლაპარაკებები გაიწელა.

სავარაუდოა, რომ ზაფხულში გუნდს რომელუ ლუკაკუ დატოვებს და რაშფორდი „მანკუნიანელთა“ მთავარი ცენტრფორვარდი გახდება. საამისოდ კი კლუბმა მას ის პირობები უნდა შესთავაზოს, რომელიც ფეხბურთელს სურს.

ეჭვგარეშეა, რომ „ბარსელონა“ რაშფორდს ფინანსურად დამაკმაყოფილებელ პირობებს შესთავაზებს. აქედან გამომდინარე „წითელ ეშმაკებს“ მეტი მონდომება მართებთ და თავიანთი ერთ-ერთი ლიდერის მოთხოვნების დაკმაყოფილება რაც შეიძლება მალე უნდა შეძლონ.

სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის და მალე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაც გაიხსნება, რის შემდეგაც არავინ იცის რა მოხდება.

შეგახსენებთ, რომ მარკუს რაშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აკადემიის (2005 წლიდან) აღზრდილია. 2015 წლიდან კი ის პირველი გუნდის ღირსებას იცავს. მის ანგარიშზე 165 შეხვედრაში 45 გოლი და 26 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები