მესი:
Aa
Aa

მესი: "პირველი გოლის დროს გამიმართლა, მეორე გოლისას კი უფრო გამიმართლა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" განადგურების შემდეგ "ბარსელონამ" როგორც იქნა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწია, სადაც 2015 წლის შემდეგ აღარ უთამაშია.

მნიშვნელოვანი ფაქტი - "ბარსამ" "მანკუნიანელებს" ისტორიული მარცხი აგემა. "მანჩესტერს" ევროტირნირების ისტორიაში პლეი-ოფის ეტაპზე ჯამში 4 ბურთიანი სხვაობით აქამდე წაგებული არ ჰქონიათ. სულშერის გუნდმა ანტირეკორდი დაამყარა.

შეხვედრის შემდეგ ლეო მესიმ პრესასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ტრებლის შესრულებას გეგმავენ.

"ეს შესანიშნავი სანახაობა იყო. ეს არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ. პირველი 5 წუთი გაგვიჭირდა და ცოტას ვნერვიულობდით, არ ვიცი რატომ მოხდა ეს, თუმცა თამაშზე კონტროლი მალევე დავიბრუნეთ.

პირველი გოლის დროს გამიმართლა, მეორე გოლისას კი უფრო გამიმართლა. მთავარია, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიეთ. ნახევარფინალში უკვე დიდი ხანია არ გვითამაშია.

სამივე ტურნირის მოსაგებად ვიბრძვით, თუმცა მოდით ჯერ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ. ლა ლიგაში მატჩი გველის, რომლის მოგებასაც შევეცდებით, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე ფიქრს დავიწყებთ".

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" მეტოქე "ლივერპულისა" და "პორტოს" შორის გამარჯვებული იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ნახევარფინალის პირველი შეხვედრა "კამპ ნოუზე" გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები