Aa
Aa

"დედა, მე სასწაულმოქმედი არ ვარ" - რა უთხრა რონალდუმ დედამისს "აიაქსთან" წაგების შემდეგ

ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერც წელს შეძლო. "ბებერ ქალბატონს" რონალდუს ტრანსფერმაც ვერ უშველა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განსაკუთრებით იმედგაცრუებული იყო კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ამსტერდამელთა კარი ორივე შეხვედრაში აიღო, თუმცა მისმა გუნდმა მაინც წააგო.

რონალდუს მატჩის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა პრესას ესაუბრა მისი დედა დოლორეს ავეირუ, რომელმაც La Gazzetta dello Sport-ს განუცხადა, რომ მისი შვილი ძალიან იმედგაცრუებული და დამწუხრებული იყო.

"ის დამწუხრებული იყო, ფინალში თამაში სურდა, თუმცა ეს მომავალი სეზონისთვის გადაიდო. რა მითხრა მან? - "დედა, მე სასწაულმოქმედი არ ვარ. ჩემპიონატში ყველაფერი რიგზეა, თუმცა აქ მიზანს ვერ მივაღწიეთ, რას ვიზამთ ცხოვრება გრძელდება".

34 წლის რონალდუ ლიგაზე მომდევნო წელს დაბრუნდება, თუმცა თუ "იუვენტუსმა" მას მხარი არ აუბა პორტუგალიელი მარტო ვერაფერს გახდება.

აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 38 შეხვედრაში 26 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები