BREAKING: სალაჰმა
Aa
Aa

BREAKING: სალაჰმა "ლივერპულს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა!

ესპანური AS-ი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ლივერპულის" ეგვიპტელმა ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა კლუბს ზაფხულში ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა.

ესპანური გამოცემა წერს, რომ სალაჰმა ასეთი გადაწყვეტილება იურგენ კლოპთან პირისპირ საუბრის შემდეგ მიიღო, რომელიც საკმაოდ მწვავე გამოდგა.

წყაროს თანახმად, სალაჰი მუქარის ტონით საუბრობდა და გაშვებას კატეგორიულად ითხოვდა, თუმცა კლუბის მესვეურებმა მისი დამშვიდება შეძლეს და აუხსნეს, რომ ეს ყველაფერი მოლაპრაკებებს ავნებდა.

გასულ ზაფხულს სალაჰის შეძენა "რეალს" სურდა, თუმცა "ლივერპულისგან" მკაცრი უარი მიიღო.

AS-ის მტკიცებით, ეჭვგარეშეა რომ "რეალი" ეგვიპტელის მიმართ ინტერესს განაახლებს, თუ რა თქმა უნდა სალაჰსა და "ლივერპულს" შორის ურთიერთობა არ დალაგდება.

ჯერჯერობით ფეხბურთელის უკმაყოფილების მიზეზი უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები