"აიაქსის" დიდებული აკადემია

სიახლე 17.04.2019
A+ A- 17:18

ჰოლანდიური სტილი მუდამ გამორჩეული იყო. 4-3-3 სათამაშო სქემა და შემტევი ფეხბურთი! სტაჟიან გულშემატკივარს  "ნარინჯისფრების" ჯადოქრობა და შეუდარებელი მოძრაობები კარგად ახსოვს. ჰოლანდიელი გენიოსების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ახლა იმ აკადემიაზე ვისაუბროთ, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს უამრავი სუპერვარსკლავი აჩუქა.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატი ჰოლანდიის ეროვნული გუნდის გარეშე ჩატარდა. "ნარინჯისფრებმა" მუნდიალზე გასვლაც ვერ მოახერხეს და ხალხი კრიზისზე ალაპარაკდა. 4-3-3 აღარ ამართლებდა! პერსპექტიული ფეხბურთელები ევროპულ გრანდებში ადრეულ ასაკში გადადიოდნენ და სათანადოდ ვერ პროგრესირებდნენ.

უცნაურია, მაგრამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დღესდღეობით ჰოლანდიას მსოფლიოში საუკეთესო უკანახაზელები (ვან დაიკი, დე ლიხტი) და შესანიშნავი ნახევარმცველები (დე იონგი, ვაინალდუმი, დეპაი, პრომესი) ჰყავს. „ნარინჯისფრებს“ მხოლოდ თავდასხმის ხაზში უჭირთ. რაც შეეხება "აიაქსს", ახალგაზრდებით და გუნდის მიერ აღზრდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა ჰოლანდიური ფეხბურთის ფლაგმანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „იუვენტუსს“ სძლია! "ღვთის შვილების" წარმატება შემთხვევითობა არ ყოფილა. ეს უდიდესი შრომის შედეგია, რომელშიც ლომის წვლილი "აიაქსის" აკადემიას მიუძღვის. იმედი ვიქონიოთ, რომ სამომავლოდ არაფერი შეიცვლება...

1982 წლის სექტემბრიდან დღემდე აიაქსის“ ძირითად შემადგენლობაში კლუბის სკოლის აღზრდილი მინიმუმ 1 ფეხბურთელი ყოველთვის თამაშობს! ეს სერია უკვე 1751 შეხვედრას ითვლის!

„აიაქსის“ აკადემიას De Toekomst-ს უწოდებენ, რაც ქართულად „მომავალს“ ნიშნავს. აკადემიის ბაზა „იოჰან კრუიფის არენასთან“ საკმაოდ ახლოს მდებარეობს. 20 მოედანი, სავარჯიშო დარბაზი, კაფე. იქ ყველაფერს ნახავთ. სტადიონის სახელი, რომელზეც ახალგაზრდული გუნდები თამაშობენ, ასე ჟღერს - „მომავალი“! კლუბს დიდი გეგმები აქვს. „აიაქსის“ მესვეურებს სურთ ბაზაზე კიდევ ხუთი მოედანი ააშენონ და სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარონ.

"აიაქსის" აკადემიაში მოხვედრა ადვილი ნამდვილად არაა. "ღვთის შვილები" ბავშვებს თავად იწვევენ და საკუთარი სურვილით ჰოლანდიურ კლუბს ვერავინ შეუერთდება. გუნდის სკაუტები პერსპექტიულ ფეხბურთელებს ერთი წლის განმავლობაში აკვირდებიან და „აიაქსში“ მხოლოდ ამის შემდეგ იწვევენ! ისიც სინჯებზე!

„აიაქსის“ აკადემიას კონტრაქტი 8 სკაუტთან აქვს გაფორმებული, რომელთაგან 4 ჰოლანდიაში მუშაობს, დანარჩენი კი საზღვარგარეთ. აღსანიშნავია დაახლოებით 90 შტატგარეშე სკაუტის როლიც. ისინი კლუბს მოთამაშეების მოძიებაში ეხმარებიან და ყველა საჭირო დეტალს აწვდიან. მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ "აიაქსი" ფეხბურთელის შესაფასებლად თავის სკაუტს გზავნის.

ჰოლანდიელები პრიორიტეტს ამსტერდამს ანიჭებენ და აკადემიაში მხოლოდ იმ ბავშვებს იღებენ, რომლებიც დედაქალაქიდან არა უმეტეს 60 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ. ზოგიერთი საცხოვრებლად ამსტერდამში შეგნებულად გადადის, რათა კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. ჰოლანდიური კლუბის უფროსმა სკაუტმა, კასიმირ ვესტერველდმა, ESPN-თან საუბრისას განაცხადა: „ამსტერდამი თავისუფალი ქალაქია, სადაც სიტყვისა და არჩევანის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა. მსგავსი გარემო ადამიანებზე დადებით გავლენას ახდენს. ისინი კრეატიულ პიროვნებებად ყალიბდებიან და მათთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ეს ყველაფერი ჩვენს საფეხბურთო ფილოსოფიაში იდეალურადაა გამოხატული“.

„აიაქსის“ საფეხბურთო ფილოსოფიის იდენტიფიცირება რთული არაა. იგი საქვეყნოდ ცნობილი ჰოლანდიური ტაქტიკის ანალოგია. 4-3-3 და შემტევი ფეხბურთი! "ღვთის შვილები" არჩეული გეზის შეცვლას არ აპირებენ! აკადემიაში ახალგაზრდების პროგრესის „გასაზომად“ რამდენიმე პარამეტრს იყენებენ: ტექნიკა, საფეხბურთო ინტელექტი, ხასიათი და სისწრაფე. თითოეულ მათგანს 10 ქვეპუნქტი აქვს და მოთამაშეთა შეფასება სწორედ მათი დახმარებით ხდება. ჰოლანდიელები ძირითადად 8 ელემენტს აქცევენ ყურადღებას: კოორდინაციაში ვარჯიში, დარტყმების განხორციელება, გადაცემების შესრულება, აუტების მოწოდება, მოძრაობები, რომელთა დახმარებითაც მეტოქეს გვერდს უვლი, დამაგვირგვინებელი ფაზა, პოზიციური თამაში და „ორკარა.

ვესტერველდი: „ახალგაზრდული გუნდები იმიტომ არ გვყავს, რომ ყოველთვის მოიგონ. მათი მიზანი რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელის განვითარებაა“.

„აიაქსის“ აკადემიას თავისი სკოლაც აქვს, სადაც 13-18 წლის ფეხბურთელები სწავლობენ. აკადემიაში მყოფი ბავშვები კვირაში 5-6 დღე ვარჯიშობენ და მეშვიდე დღეს მატჩებში მონაწილეობენ. რეჟიმიდან გამომდინარე განათლების მისაღებად დრო ფაქტობრივად არ რჩებათ, თუმცა ჰოლანდიური კლუბი მათ დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს. ბავშვებისთვის ტრანსპორტია გამოყოფილი, რათა სახლში სწრაფად მივიდნენ. ისინი, ვინც ახლოს ცხოვრობენ გადაადგილებისთვის საჭირო თანხებს გუნდისგან იღებენ. ამასთან ერთად მშობლებს წელიწადში მხოლოდ 12 ევროს დაფარვა უწევთ, რომელიც დაზღვევის გადასახადია! სხვა ყველაფერი უფასოა!აღსანიშნავია, რომ შედარებით პატარა ასაკის ფეხბურთელები კვირაში სამ დღეს ვარჯიშობენ და სკოლაში სიარულს უპრობლემოდ ასწრებენ.

აკადემიაში ტაქტიკური სწავლებები 13 წლიდან იწყება. ჰოლანდიელები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა ბავშვები მშობლიურ გარემოს და ოჯახს დიდი ხნით არ მოსწყვიტონ და ამსტერდამში მცხოვრებ ფეხბურთელებს პრიორიტეტი სწორედ ამიტომ ენიჭებათ. New York Times-თან საუბრისას აკადემიის დირექტორმა, იან რიკერინკმა, განაცხადა: „ვფიქრობთ 13 წლამდე ეს ყველაფერი საკმარისია. მათ თავისი ცხოვრება აქვთ და ამ ასაკში ოჯახის როლი უმნიშვნელოვანესია. არ გვინდა დისკომფორტი შევუქმნათ. როცა ჩვენთან არ არიან ქუჩაში მეგობრებთან ერთად თამაშობენ. ზოგჯერ ეს უფრო სასარგებლოა".

სკოლას თავისი ბიბლიოთეკა, სტუდია და ლაბორატორია აქვს. ბავშვები სწავლობენ როგორ იკვებონ სწორად და ფსიქოლოგიას, ეკონომიკას, კინეზიოლოგიას და ფინანსურ ტერმინებსაც ეუფლებიან. ამისთვის „აიაქსს“ 12 მასწავლებელი ჰყავს დაქირავებული.

ჰოლანდიელები მწვრთნელთა შერჩევას დიდი ყურადღებით ეკიდებიან. აკადემიაში მომუშავე სპეციალისტების აბსოლუტური უმრავლესობა ან კლუბის აღზრდილია, ან პროფესიონალურ დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს. ყველა ახალგაზრდული გუნდი ერთი და იგივე ტაქტიკით ასპარეზობს - 4-3-3. ისინი ბურთის კონტროლზე და შემტევ ფეხბურთზე არიან ორიენტირებულები.

აკადემიაში 11-11-ზე თამაშს 11 წლის ასაკიდან იწყებენ. მანამდე ბავშვები 8-8-ზე, 9-9-ზე და 10-10-ზე ასპარეზობენ. ბაზაზე „აიაქსის“ ძირითადი გუნდიც ვარჯიშობს. ამიტომ გამორიცხული არაა ახალგაზრდების გვერდით მჯდომარე ფრენკი დე იონგიც იხილოთ.

"აიაქსს" ინოვაციური მიდგომა აქვს. ჰოლანდიურმა კლუბმა ბავშვები ასაკის მიხედვით სამ კატეგორიად დაყო. დაწყებითი სკოლა - 7-დან 12 წლამდე, საშუალო სკოლა 13-დან 16 წლამდე და უმაღლესი სკოლა 17-დან 20 წლამდე. აკადემიის სამწვრთნელო შტაბში 24 სპეციალისტია დასაქმებული. ისინი თვალს ყველა გუნდს ადევნებენ და საჭიროების შემთხვევაში მოთამაშეებს რჩევებს აძლევენ.

დაწყებით სკოლაში ბავშვები ზოგად პრინციპებს ითვისებენ: როგორ მიიღონ ბურთი სწორად, როგორ გადაადგილდნენ, როგორ შეარჩიონ პოზიცია, თავით სწორად როგორ ითამაშონ და ასე შემდეგ. საშუალო სკოლაში ყველაფერი რთულდება და პროფესიონალური კარიერისთვის მზადება იწყება.

ჰოლანდიური კლუბის აკადემიაში დისციპლინას უდიდეს ყურადღებას აქცევენ. თუ რომელიმე ფეხბურთელი მიღებულ დავალებას ვერ შეასრულებს, ან სათანადოდ არ ვარჯიშობს, ათავისუფლებენ. ბუნებრივია კლუბი მოთამაშეებს შანსის გარეშე არ ტოვებს. ფეხბურთელები გაფრთხილებას ყოველთვის წინასწარ იღებენ და ატყობინებენ, რომ აკადემიიდან გაშვების რისკის ქვეშ იმყოფებიან. თუ ახალგაზრდამ მოუმატა, სწავლის გაგრძელების საკმაოდ დიდი შანსი აქვს. ყოველწლიურად მწვრთნელები და აკადემიის ხელმძღვანელობა ფეხბურთელების პროგრესს აფასებენ და ზოგჯერ მოთამაშის გაგდების გადაწყვეტილებას იღებენ. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„აიაქსის“ მიდგომას ხშირად აკრიტიკებენ. ნაწილი თვლის, რომ ისინი ბავშვებს სასტიკად ექცევიან და დისციპლინაზე ზედმეტად დიდ აქცენტს აკეთებენ. ქუინსი პრომესი ერთ-ერთია იმ მოთამაშეთა შორის, რომელიც აკადემიიდან გააგდეს. იგი მწვრთნელთან მუდამ კამათობდა და ასწავლიდა რომელ პოზიციაზე უფრო უპრიანი იქნებოდა მისი გამწესება.

„ზოგჯერ პროგრესის მისაღწევად საჭიროა საკუთარ შეცდომებზე ისწავლო. „აიაქსის“ აკადემიიდან გარიცხვა ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი იყო“ - აცხადებს პრომესი.

ჰოლანდიური კლუბის დირექტორი, ედვინ ვან დერ სარი, აღნიშნავს: „აიაქსი“ ევროპულ გრანდებს უმაღლესი დონის ფეხბურთელებით ამარაგებს. ამაში სამარცხვინო არაფერია. ჩვენ ტოპ ჩემპიონატში არ გამოვდივართ და ფინანსური გადმოსახედიდან მოთამაშეების გასხვისება აუცილებელია. რაღაც მომენტში ჩვენი ფეხბურთელები ხვდებიან, რომ საუკეთესო ოპონენტების წინააღმდეგ უნდათ თამაში და სამწუხაროდ ჰოლანდიის ჩემპიონატი მათ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს“.

„ჩვენს ქომაგებს სურთ მინდორზე „აიაქსის“ მიერ აღზრდილი ფეხბურთელები იხილონ. ისინი მათთან განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობენ, რადგან წლებია აკვირდებიან“.

„აიაქსმა“ 21-ე საუკუნეში ფეხბურთელების ტრანსფერების შედეგად 500 მილიონი ევრო გამოიმუშავა. კლუბის მესვეურებმა 2018 წელს არჩეულ გეზს გადაუხვიეს და სატრანსფერო პოლიტიკა შეცვალეს. „ღვთის შვილებმა“ ტადიჩი და ბლინდი გადაიბირეს. ლესე შონე და ჰაკიმ ზიეჩი შეინარჩუნეს და „იუვესთან“ რაც გააკეთეს მშვენივრად მოგეხსენებათ.

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში უმთავრესი მოვლენაა, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი და ათასობით ფეხბურთელი, თუ მწვრთნელი მოუთმენლად ელის. მუნდიალების ...

ფეხბურთელებს ეგრეთწოდებული „დაივების“ შესრულება ახასიათებთ ხოლმე, რაც ქომაგების მხრიდან მოწონებას ნამდვილად არ იმსახურებს. არსებობენ ამ სა...

არგენტინის ნაკრებმა მორიგი უსახური ტურნირი ჩაატარა და გუნდის შთაბეჭდილება კვლავ ვერ დატოვა. „ალბისელესტეს“ ფეხბურთის ფედერაციიდან დაწყებულ...

ბობ კრავიცი The Athletic-ის ჟურნალისტია, რომელიც სპორტს 36 წელია აშუქებს. კრავიცს რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული და Sports Illustrated-ში, Indianapol...

რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერისა და გუნდში მიყვანილი ვარსკვლავების შემდეგ ზინედინ ზიდანს დიდი არჩევანი აქვს და "რეალი" მომავალ სეზონში ტაქტიკურად გაცილ...

დიეგო მარადონამ ხელის მტევნები მკერდზე ერთმანეთის პარალელურად მიიბჯინა. ერთი მათგანი მან არგენტინასთან გააიგივა და განაცხადა: „ისტორიის შეც...

ფეხბურთის ქომაგებს უამრავი ჯადოსნური გოლი უნახავთ, რომლის დავიწყებაც უბრალოდ დარმოუდგენელია. მუდამ მიდის დავა, თუ რომელი გოლია საუკეთესო, რომელი უნდა ...

ინგლისის პრემიერლიგა მსოფლიოს ერთ-ერთი (თუ, საუკეთესო არა) საუკეთესო ჩემპიონატია და მას უდიდესი ისტორია აქვს. ფეხბურთის გულშემატკივარს მდიდარი ინგლისუ...

ფეხბურთი მრავალფეროვანი თამაშია. სიხარულს სინანული მოსდევს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. რომელია საუკეთესო გოლი? საუკეთესო საგოლე გადაცემა? საუკეთესო...

ვეტერანი განელი ფეხბურთელი, ჟუნიორ აგოგო, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც 2015 წელს მიღებულ ინსულტს უკ...

CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელშიც "ბარსელონასა" და "ბეტისის" ჯახის წინ ერნესტო ვალვერდეს ამოცანებზე საუბრობს....

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფა-ს "განვითარების თასის" ბოლო ტურში მასპინძელი ლიეტუვა 9:0 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩვ...

ლონდონის „ჩელსისა“ და „სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი, ნიკოლა ანელკა დარწმუნებულია, რომ „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავი, კრი...

Calciomercato-ს ინფორმაციით საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, „პარი სენ-ჟერმენი“ ჯანლუიჯი დონარუმას შეძენითაა დაინტერესებული და წინადადებას ამ...

“პარი სენ-ჟერმენი” არა მხოლოდ პაულო დიბალას გადაბირებით, არამედ მირალამ პიანიჩის შეძენითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Calciomercato და...

ესპანური გამოცემა AS იუწყება, რომ „სპორტინგს“ ბრუნო ფერნანდეშის გასხვისება სურს და პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე „რეალ...

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკო“ ანხელ კორეას გაყიდვის შემთხვევაში დანი ოლმოს ტრანსფერზე იმუშავებს. როგორც ცნობილია არგენტინელი შე...

„ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი, დანიელ სტარიჯი, თურქულ „ტრაბზონსპორს“ შეუერთდა. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2+1 სისტემის კონტრა...

ფედერიკო კიეზას ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის საკითხი კვლავ აქტიურად განიხილება. აპენინური გამოცემების თქმით, ფეხბურთელის აგენტმა, &bdquo...

იტალიური პრესის ერთობლივი ცნობებით, „ნაპოლის“ მიერ მაურო იკარდისთვის დათქმული ვადის ამოწურვის გამო, კლუბი მის შეძენას აღარ ეცდება და ფერნა...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, ქალაქ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, ერთად...

„ტობოლის“ ქართველი ლეგიონერი ნიკა კვეკვესკირი ეროვნულ ნაკრებს უახლოეს 2 შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ნიკას ხერხემალსა და მენჯს შორის დამაკავ...

Amazon Prime-მა სერხიო რამოსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა. თავად ნამუშევრის გამოსვლამდე კი 20 დღეზე ოდნავ მეტი რჩება...

ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა, ხავიერ სავიოლამ, „ბარსელონაში“ რონალდინიოსთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა და ბრაზილიელი ფეხბურ...

იტალიური „რომას“ ბოსნიელმა ფორვარდმა, ედინ ჯეკომ, „ჯალოროსის“ რიგებში დარჩენის მიზეზებზე ისაუბრა. ჯეკოს განცხადებით, გადამწყვე...

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ მადრიდის „რეალმა“ „პარი სენ-ჟერმენს&l...

რეკომენდებული სიახლეები
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
21.08.2019
25 წლის რუსი მძლეოსანი მარგარიტა პლავუნოვა ტამბოვში მორშანსკის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. გვამი ქუჩაში ადგილობრივებმა იპოვეს და სამართალდამცავებს შეატ...
22.08.2019
ესპანეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ნეიმარის ბედი კი ჯერ არ გარკვეულა. ბრაზილიელი ფეხბურთელის გადასაბირებლად „ბარ...
21.08.2019
„კლაიდის“ 50 წლის მთავარმა მწვრთნელმა, დანი ლენონმა „სელტიკის“ ახალგაზრდული გუნდის დამარცხებაში "დიდი" წვლილი შეიტანა. შოტლანდ...
21.08.2019
„ბასკონიას“ კაპიტანი, თორნიკე შენგელია ესპანური პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. ქართველი კალათბურთელი ბასკური გუნდის წინასასეზონო სამზადისს...
21.08.2019
მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ბრიტანელ ჰეზერ უოტსონთან სენსაციური, მაგრ...
21.08.2019
მსოფლიოში პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორ Pro Evolution Soccer-ის ახალ, 2020 წლის გამოშვებაში საქართველოს ნაკრებსაც ვიხილავთ. ამის შესახებ ინფორმაციას ...
21.08.2019
ცოტა ხნის წინ „ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ჯორჯინიო ვეინალდუმმა Athletic-სთვის მიცემულ ინტერვიუში იურგენ კლოპის მონოლოგი გაიხსე...
21.08.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
21.08.2019
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
22.08.2019
საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფა-ს "განვითარების თასის" ბოლო ტურში მასპინძელი ლიეტუვა 9:0 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩვ...
22.08.2019
უკანასკნელი სიახლეები