Aa
Aa

სიტი VS ტოტენჰემი - მატჩის წინ

მეოთხედფინალური ეტაპი დღევანდელი ორი მატჩით დასრულდება, ერთ-ერთი მათგანი კი მანჩესტერში „ეტიჰედ სთედიუმზე“ შედგება. „სიტი“ პირველი შეხვედრის შემდეგ „ტოტენჰემთან“ 0:1-ს აგებს.

პეპ გუარდიოლას გუნდმა უქმეებზე „კრისტალ პალასთან“ სტუმრად ითამაშა და 3:1 მოიგო, სტერლინგმა დუბლი შეასრულა, ერთი ბურთი კი გაბრიელ ჟესუშმა შეაგდო.

მასპინძელთაგან დღევანდელ თამაშში მონაწილეობას კლაუდიო ბრავო ვერ მიიღებს, საეჭვოა ფერნანდინიოსა და ზინჩეკოს მოედანზე გასვლაც.

მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა უარყო ხმები თითქოს იგი „სიტიში“ აუცილებლად ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იყოს. გუარდიოლას თქმით, იგი „ქალაქელთა“ რიგებში იმისთვისაა, რომ გუნდმა მისეული ფეხბურთი ითამაშოს, რასაც უკვე 20 თვეა აკეთებს კიდეც.

„ამ შეხვედრაში კარგი ატმოსფერო და გულშემატკივრების სრული მობილიზება გვჭირდება. ვნახოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რომ ნახევარფინალში გავიდეთ. ფეხბურთელებში ეჭვი არ მეპარება, ისინი ამისთვის 20 თვეა თავს არ ზოგავენ. ამ შემთხვევაში ფანებზე მაქვს აქცენტი და მაინტერესებს მართლა სურთ თუ არა საყვარელი გუნდი შემდეგ ეტაპზე იხილონ. ხალხი ლაპარაკობს რომ მე აქ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მოვედი. გულახდილად რომ გითხთათ მე აქ იმისთვის მოვედი რომ გუნდმა ის ფეხბურთი ითამაშობს, რომელსაც ხედავთ. ფეხბურთელებმა ისე ითამაშონ როგორც მე მსურს. რა თქმა უნდა ლიგის მოგებაც მინდა. ბაიერნში გატარებული 3 სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის გარდა ყველაფერი მოვიგე. რა შემიძლია ვთქვა... ეს დიდი ჩავარდნაა. თუმცა რეალობაა და ამასთან ერთად ცხოვრება მიწევს. მაგრამ ეს დიდი პრობლემა არაა და უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს.“

შაბათს გამართა პრემიერ ლიგის მატჩი „ტოტენჰემმა“, რომელმაც „ჰადერსფილდს“ საკუთარ მოედანზე 4:0 აჯობა და მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ დადებითი განწყობა შეიქმნა. ბენეფისი მოიწყო ლუკას მოურამ, რომელმაც ჰეთ-თრიქი მიითვალა, მატჩში ანგარიში კი ვიქრორ ვანიამამ გახსნა.

ლონდონელებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ და რამდენიმე ლიდერის გარეშე თამაში მოუწევთ. აქედანვე გამორიცხულია ჰარი კეინის, ერიკ დაიერის, ჰარი ვინკსისა და სერჟ ორიეს თამაში, ერიკ ლამელასა და დელე ალის საკითხი კი მატჩის დაწყებამდე გადაწყდება.

მეტოქეს აქებს მაურისიო პოჩეტინო, რომლის თქმითაც, მისთვის „სიტი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

„წინ რთული მატჩი გველოდება. ჩემთვის სიტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელიც პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია. პირველ რაუნდში მათი დამარცხება ჩვენთვის გასაოცარი შედეგია. გვჯერა რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია და ამისთვის თავს არ დავზოგავთ. იმედი მაქვს რომ კარგად ვითამაშებთ და ცოტა გაგვიმართლებს კიდეც, რაც მსგავს ტურნირში ნამდვილად საჭიროა. რაც შეეხება ალის. ითამაშებს თუ არა ეს ვარჯიშის შემდეგ გამოჩნდება.“

„სიტისა“ და „მანჩესტერის“ შეხვედრა, დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მისი მთავარი არბიტრი თურქი ჩუნეთ ჩაქირი იქნება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები