რამდენი გამოიმუშავა
Aa
Aa

რამდენი გამოიმუშავა "აიაქსმა" ნახევარფინალში გასვლით?

ერიკ ტენ ჰაგის „აიაქსის“ ზღაპარი გრძელდება. ამსტერდამელებმა გუშინ „იუვენტუსს“ სძლიეს და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოხვდნენ. ნახევარფინალში გასვლამ „ღვთის შვილებს“ საკმაოდ დიდი ფინანსური სარგებელი მოუტანა. „აიაქსმა“ მინიმუმ 98.65 მილიონ ევრო გამოიმუშავა და უახლოეს მომავალში ეს თანხა აუცილებლად გაიზრდება.  

***

15.25 მილიონი ევრო - ფიქსირებული თანხა, რომელსაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შედეგად იღებს.

18.8 მილიონი ევრო - 2018-19 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ყველა მონაწილეს ბონუსები გადაეცემა, რომლის ზომაც კონკრეტული კლუბის მიერ ბოლო 10 წელიწადში ევროტურნირებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით განისაზღვრება.

10.8 მილიონი ევრო - ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება 2.7 მილიონ ევროდ ფასობს, ერთი ქულა კი 900 000-ად. „აიაქსმა“ 3 შეხვედრა მოიგო და ამდენივე ფრედ დაასრულა.

32 მილიონი ევრო - ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემთხვევაში კლუბები უეფასგან 9.5 მილიონს იღებენ. მეოთხედფინალში გასვლისთვის 10.5-ს, ნახევარფინალის საგზურის დასაკუთრების შემდეგ კი 12 მილიონით მდიდრდებიან.

6.3 მილიონი ევრო - პლეიოფში დაფიქსირებული შედეგების სანაცვლოდ მიღებული თანხა. ორი გამარჯვება ( „რეალი“ და „იუვენტუსი“) და ერთი ფრე („იუვე“). 5.4 მილიონს + 900 000.

მინიმუმ 4.5 მილიონი ევრო - სატელევიზიო ტრანსლაციები.

დაახლოებით 11 მილიონი ევრო - გაყიდული ბილეთების შედეგად მიღებული თანხა. 6 მილიონი ჯგუფური ეტაპის მატჩები. 3 – „რეალთან“ ჯახი და 2 – „იუვესთან“ მატჩი.

შეგახსენებთ, რომ ეს ციფრი საბოლოო არაა. „აიაქსს“ ნახევარფინალის შეხვედრები აქვს ჩასატარებელი და შესაძლოა ფინალშიც იასპარეზოს. ასე რომ ამსტერდამელთა მონაგარი აუცილებლად გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები