Aa
Aa

"როდესაც „აიაქსმა“ სივრცე მიიღო, მათ ყველაფერი გაანადგურეს" - ალეგრი მარცხის მიზეზებზე

ტურინის „იუვენტუსისთვის“ ჩემპიონთა ლიგის მოგება კვლავ ოცნებად რჩება. „ბებერმა ქალბატონმა“ თინეიჯერ ამსტერდამელებს ვერაფერი მოუხერხა და ტურნირს დაემშვიდობა.

მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ შეხვედრა განიხილა და დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა. „მედ მაქსი“ თავის სამომავლო გეგმებსაც შეეხო.

პირველი გოლი შემთხვევითი იყო, მაგრამ „აიაქსმა“ ნახევარფინალი დაიმსახურა

„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, შესაძლოა ცოტა გიჟურადაც, როდესაც ბურთზე კონტროლი დავიბრუნეთ. ფეხბურთმა ბოროტად ხუმრობა იცის - როდესაც შემთხვევით გოლს უშვებ მალევე შიში გიპყრობს. მეორე ტაიმში უკეთ მოქმედება გვმართებდა. „აიაქსმა“ ეს შედეგი და ნახევარფინალში გასვლა ნამდვილად დაიმსახურა“.

მთავარი პრობლემა - დიდი დანაკლისი

მანჯუკიჩი, კიელინი, დუგლას კოშტა, კუადრადო, კასერესი, პერინი - ისინი ტრავმირებულები იყვნენ. დიბალა კი დაზიანების გამო შესვენებაზე შეცვალეს. „როდესაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გადიხარ სასურველია, რომ თამაშის განვითარების რამდენიმე ვარიანტი გქონდეს, გრძელი სკამი რათა ცვლილებების განხორციელება შეძლო. აქ უკვე ყველაფერს მცირე დეტალები წყევეტენ. ბევრი დანაკლისი გვქონდა. მეორე ტაიმში თამაშში ახალგაზრდა კინი ჩაერთო, რამაც დე იონგს ბურთის მეტად ფლობის საშუალება მისცა და „აიაქსმაც“ ბურთზე კონტროლი დააწესა“.

ალეგრი არ ელოდა, რომ ყველაფერი ასე ცუდად წარიმართებოდა

“დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორე ტაიმში სხვანაირად ვითამაშებდით. რაც მეორე ტაიმში „აიაქსმა“ გააკეთა, ამისთვის ისინი აპლოდისმენტებს იმსახურებენ. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ გუნდმა რამდენიმე წლის წინ ევროპა ლიგის ფინალი ითამაშა“.

„იუვენტუსი“ შეტევაში გადასვლას ზედმეტად ჩქარობდა

„საქმე იმაშია, რომ ჩვენი თამაში ვერ დავიჭირეთ, გეგმა ჩავარდა, თუმცა ძალიან ვჩქარობდით. როდესაც ბურთს მოვიპოვებდით შეტევაში გადასვლას ძალიან ვჩარობდით. ბურთი მეტად უნდა დაგვეჭირა. პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით. როდესაც „აიაქსმა“ სივრცე მიიღო, მათ ყველაფერი გაანადგურეს“.

რონალდუ გუნდს მარტო ვერ იხსნიდა

„რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ბევრი რამ მოგვცა, თუმცა როდესაც მეოთხედფინალში გადიხარ თითოეული მოთამაშე საჭიროა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იდეალური ფიზიკური მომზადება იყო საჭირო“.

ყველაზე დიდი ტკივილი - დაცვის ცენტრი

„4-5 მოთამაშე გვაკლდა. დაცვაში ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. ბონუჩიმ და რუგანიმ დაახლოებით 50 წუთი კარგად ჩაატარეს, თუმცა ამის შემდეგ ჩვენი სტილი დავკარგეთ და „აიაქსს“ უპირატესობა მივეცით“.

ინდივიდუალური შეცდომა - დე ლიხტი პერსონალურად უნდა აეყვანათ

„დე ლიხტი პერსონალურად უნდა აეყვანათ, თუმცა მან გაქცევა შეძლო. დეტალები საბოლოოდ შედეგზე გავლენას ახდენენ. 3 გოლი, რომელიც „აიაქსისგან“ გავუშვით სანახევროდ ჩვენი „დამსახურება“ იყო. მეტი სიფრთხილე გვმართებდა“.

სამომავლო გეგმები - ალეგრი რჩება

„რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტს შევხვდი და მომავალზე ვისაუბრეთ. მე დარჩენას ვგეგმავ. დავსხდებით და სამომავლო გეგმებს დავალაგებთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები