Aa
Aa

"რომამ" თავის ფეხბურთელებს დრეიკთან ფოტოს გადაღება აუკრძალა

კანადელი რეპერის, დრეიკის წყევლის შესახებ სპორტის მოყვარულებს ყველაფერი მშვენივრად მოეხსენებათ. 32 წლის მომღერალმა ბოლოს „პსჟ“ შეიწირა. 

„ლილისთან“ გასამართ დაპირისპირებამდე პარიზელთა მარცხენა მცველმა, ლაუვინ კურზავამ, დრეიკთან ფოტო გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელებში განათავსა.  როგორც აღმოჩნდა 26 წლის უკანახაზელმა უდიდესი „შეცდომა“ დაუშვა. „პსჟმ“ ის მატჩი 5-1 წააგო...

პარიზელთა ფიასკო "რომასთვის" საგანგაშო სიგნალი გამოდგა. "ლილი" - "პსჟს" მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ "ჯალოროსიმ" „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ხუმრობანარევი პოსტი გამოაქვეყნა და თავის ფეხბურთელებს სეზონის ბოლომდე დრეიკთან ფოტოს გადაღება კატეგორიულად აუკრძალა. 

შეგახსენებთ, რომ კანადელ რეპერს რამდენიმე სპორტული გუნდის დაღმასვლას აბრალებენ. მათ შორის „არსენალიცაა“.  "მეთოფეთა" ფორვარდმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა სოციალურ ქსელებში დრეიკთან გადაღებული ფოტო განათავსა. მომდევნო შეხვედრა მისმა გუნდმა „ევერტონთან“ ჩაატარა და როგორც მოგეხსენებათ ის მატჩი „კანფეტებმა“ მოიგეს.

დრეიკის წყევლა განსაკუთრებით აქტუალური ამერიკაშია. 32 წლის რეპერი „ტორონტოს“ თავგადაკლული გულშემატკივარია, მაგრამ „რეპტორსი“ სუპერფინალში გასვლას ვერა და ვერ ახერხებს და პლეიოფში საშინლად ასპარეზობს. დრეიკისგან მიღებული მხარდაჭერა „ალაბამა კრიმსონ თაიდს და „კენტუკი უაილდქეთსაც“ ძვირად დაუჯდათ.

ყველაზე საინტერესო ალბათ NFL-ის კონფერენციის ფინალური შეხვედრების წინ გაკეთებული პროგნოზია. დრეიკმა სოციალურ ქსელებში ფოტო განათავსა, სადაც მაისურზე ოთხივე გუნდის ლოგო ჰქონდა გამოსახული. უცნაური ისაა, რომ ორივე მატჩი ფრედ დასრულდა (გამარჯვებულების ვინაობა ოვერტაიმში გახდა ცნობილი), რაც ამერიკულ ფეხბურთში საკმაოდ იშვიათად ხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები