ტედი რინერი ბრუნდება
Aa
Aa

ტედი რინერი ბრუნდება

ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი ტატამს უბრუნდება.

ბაქოში გასამართი გრან სლემის წინ საფრანგეთის დელეგაციამ გამოაქვეყნა მონაწილეთა სია, სადაც +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტედი რინერიც იმყოფება.

 ტედი ტოკიოში გასამართი ოლიმპიადისთვის სპეციალურად ემზადება.

ფრანგს მესამე ოლიმპიური ოქროს მოგება სურს. რინერი მსოფლიოს 10-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონია.

ბაქოს ტურნირი 10-12 მაისს გაიმართება.

საქართველოს დელეგაცია გრან სლემზე 10 კაცით იასპარეზებს.

 

ცხელი ამბები