ლუის ენრიკე: ნეიმარს „ბარსელონასთვის“ უდიდესი სარგებელი მოაქვს
Aa
Aa

ლუის ენრიკე: ნეიმარს „ბარსელონასთვის“ უდიდესი სარგებელი მოაქვს

ბოლო პერიოდში „ბარსელონას“ ბრაზილიელ თავდამსხმელს აშკარა ჩავარდნა აქვს. ნეიმარმა გოლი უკანასკნელად 15 თებერვალს, „ლევანტეს“ კარში გაიტანა. მას შემდეგ კი თავდამსხმელის მშრალი სერია 5 მატჩს შეადგენს. კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კი განაცხადა, რომ ის ამაში პრობლემას ვერ ხედავს და ნეიმარს სრულ ნდობას უცხადებს.

 

„ნეიმარის სათამაშო ფორმაზე ნამდვილად არ ვღელავ. ბრაზილიელი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მსგავსი რაღაცეები კი ნებისმიერ მოთამაშეს ემართება. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის გოლების გატანას მომდევნო თამაშიდანვე შეუდგება. მიუხედავად ყველაფრისა, მას გუნდისთვის მაშინაც კი უდიდესი სარგებელი მოაქვს, როდესაც ვერ გააქვს“ - განაცხადა ლუის ენრიკემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები