Aa
Aa

მონტე კარლოს მასტერსის პირველი მოულოდნელობა - შტრუფმა შაპოვალოვი დაამარცხა

მამაკაცთა საჩოგბურთო ელიტამ თიხის საფარზე გადაინაცვლა და მონტე კარლოს მასტერსში ჩაერთო. გათამაშების პირველ დღეს რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართა. ჩვენთვის სამწუხაროდ, პირველსავე წრეში გამოეთიშა ტურნირს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩთან წააგო.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია დენის შავოპალოვის მარცხი, რომელმაც გერმანელი იან-ლენარ შტრუფის წინააღმდეგობა ვერ დასძლია. შტრუფი შემდეგ რაუნდში გრიგორ დიმიტროვს შეხვდება, რომელმაც მატეო ბერეტინის 2 სეტში აჯობა.

კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა დიეგო შმარცმანსა და კაილ ედმუნდს შორის ჩატარდა. პირველი პარტია ბრიტანელმა მოიგო, თუმცა შვარცმანმა უპირატესობა მოიპოვა და 3 სეტში - 4:6; 6:3; 6:1.

შემდეგ წრეში გავიდა რობერტო ბაუტისტა აგუტი, რომელსაც ავსტრალიელი ჯონ მილმანის დასამარცხებლად 3 სეტი დასჭირდა. აგუტი ოთხშაბათს რაფა ნადალის წინააღმდეგ ითამაშებს.

დღეს ვიხილავთ კორტზე ნოვაკ ჯოკოვიჩსა და სტენ ვავრინკას, „ნოლე“ ფილიპ კოლშრაიბერს შეხვდება, სტენი კი - მარკო ჩეკინატოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები