Aa
Aa

"კარდიფი" "ნანტისთვის" "ერთი თეთრის გადახდასაც არ აპირებს"

ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ემილიანო სალას, ტრანსფერთან დაკავშირებით წარმოქმნილ დაპირისპირებას დასასრული არ უჩანს. არგენტინელი თავდამსხმელის გარდაცვალების შემდეგ „კარდიფსა“ და „ნანტს“ შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ფრანგებს გამოსასყიდი თანხის მიღება სურთ, უელსელები კი უარს აცხადებენ და გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

„კარდიფის“ წარმომადგენლებმა რამდენიმე საათის წინ FIFA-ს დოკუმენტი წარუდგინეს, სადაც გარკვევით აღნიშნეს, რომ „ნანტისთვის“ ერთი თეთრის გადახდასაც არ აპირებენ. ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უელსურ კლუბს მოსამზადებლად გარკვეული პერიოდი მისცა. „კარდიფის“ იურისტებმა კი ბრიტანულ პრესასთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათი კლიენტის სამომავლო გეგმებში ფრანგების მოთხოვნების დაკამყოფილება ნამდვილად არ შედის.

„კარდიფის“ წარმომადგენლების თქმით სალა მათთან ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა, რის გამოც არგენტინელის სატრანსფერო ღირებულების დაფარვას არ აპირებენ. უელსელებმა FIFA-ს ისიც შეახსენეს, რომ „ნანტის“ მესვეურები პირისპირ შეხვედრაზე და მოლაპარაკებების დაწყებაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.

„კარდიფს“ მიმდინარე სეზონში სერიოზული პრობლემები აქვს. გუნდი მეთვრამეტე ადგილზე იმყოფება და პრემიერ ლიგაში დასარჩენად იბრძვის. უელსელთა თავკაცს, ნილ უორნოკს, იმედი აქვს, რომ თაიგერ ვუდსის წარმატება მისი შეგირდების შთაგონების წყაროდ იქცევა და სასურველი შედეგის დაფიქსირებას მოახერხებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები