Aa
Aa

"ინტერი" პეპეს ტრანსფერზე უკვე ამუშავდა!

ფრანგული "ლილის" ნიჭიერი შემტევი, ნიკოლას პეპე, ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და უკვე არაერთი ევროპული გრანდის სატრანსფერო პრიორიტეტია. პეპეს ფასი დაახლოებით 60-70 მილიონი ევროა, ზაფხულში კი ნამდვილ ნადირობას უნდა ველოდოთ.

იტალიურ პრესაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კოტ დ'ივუარელის შესაძენად ბრძოლას მილანის "ინტერიც" აპირებს, რომლის სატრანსფერო სიაშიც პეპე მოწინავე ადგილებზეა და "ნერაძური" ამ საკითხზე უკვე ამუშავდა კიდეც. ფრანგული პრესა ამბობს, რომ მილანელებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს, თუმცა ამაში რა იგულისხმება, დაკონკრეტებული არაა.

23 წლის შემტევის მიმართ ინტერესს "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი", პსჟ, "შალკე", "სევილია" და "ლიონი" იჩენენ. ასე რომ, "ლილს" ზამთარში შეთავაზებათა მთელი რიგი დაუდგება, პეპეს კი საქმე ასარჩევად ექნება.

ნიკოლას პეპემ საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის ყველა, 32-ვე მატჩში ითამაშა და მეტოქეთა კარში 19 გოლი შეაგდო. იგი ბომბარდირთა დავაში მხოლოდ კილიან მბაპეს ჩამორჩება, რომლის აქტივშიც 27 შედეგიანი დარტყმაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები