კიელინი
Aa
Aa

კიელინი "აიაქსთან" გამოირიცხა

ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანი, ჯორჯო კიელინი, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩსაც გამოტოვებს. ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება, სადაც იწერება, რომ ვეტერან მცველს გუნდთან ერთად არც ორშაბათს უვარჯიშია და სამშაბათს გასამართ შეხვედრაში მოედანზე არ უნდა ველოდოთ.

34 წლის უკანახაზელს ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული, რის გამოც 2 აპრილის შემდეგ არ უთამაშია და ჯერჯერობით უცნობია, მისი იძულებითი უქმობა როდის დასრულდება.

კიელინი ამსტერდამში გამართულ მატჩში დანიელე რუგანიმ შეცვალა, რომლის თამაშმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ახალგაზრდა მცველი შეაქო მასიმილიანო ალეგრიმაც.

"იუვენტუსისა" და "აიაქსის" შეხვედრა, სამშაბათს, 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გუნდებმა პირველი მატჩი 1:1 დაასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები