რიბერიმ ვარჯიში განაახლა, რობენიც მალე დაბრუნდება?
Aa
Aa

რიბერიმ ვარჯიში განაახლა, რობენიც მალე დაბრუნდება?

მიუნხენის "ბაიერნის" ლაზარეთს მანუელ ნოიერი შეემატა, თუმცა პოზიტიური სიახლეებიცაა, რაც ფრანკ რიბერისა და კორენტინ ტოლისოს გამოჯანმრთელებას გულისხმობს.

ვეტერანმა ფრანგმა შემტევმა უქმეებზე "ფორტუნასთან" გამართული მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, დღეს კი უკვე "რეკორდმაისტერის" ძირითად გუნდთან ერთად სრული დატვირთვის ივარჯიშა და უახლოესი შეხვედრისათვის წესით მზად იქნება.

კიდევ უფრო სასიხარულოა კორენტინ ტოლისოს დაბრუნება, რომელსაც საკმაოდ მძიმე დაზიანება ჰქონდა და მოედანზე სექტემბრის შემდეგ აღარ გვინახავს. ნიჭიერ ნახევარმცველს ექიმებმა სრული დატვირთვით ვარჯიშის ნება დართეს, ასე რომ, შესაძლოა, ტოლისო სეზონის დასკვნით ტურებში მინდორზეც გავიდეს.

რაც შეეხება არიენ რობენს, ის და რაფინია ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ და ჯერჯერობით სრულ დატვირთვას ვერ იღებენ. როდის დაუბრუნდება 35 წლის ჰოლანდიელი მწვანე მინდორს, ამ ეტაპზე უცნობია.

ბოლოს კი დავამატოთ, რომ დღეს გავრცელებული ცნობებით, მანუელ ნოიერს დაახლოებით 2 კვირა გაუცდება, რა დროსაც ბავარიელთა კარს გამოცდლი სვენ ულრაიხი დაიცავს.

"ბაიერნი" ბუნდესლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს, თუმცა "დორტმუნდი" მასთან მხოლოდ 1 ქულაშია. მიუნხენელები 20 აპრილს, საკუთარ მოედანზე, ბრემენის "ვერდერის" წინააღმდეგ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები