17 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

17 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

სამბოში ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატს 12-14 აპრილს ლიმასოლმა უმასპინძლა.

საქართველოს გუნდებმა ჯამში 3 ოქროს, 8 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ახალგაზრდებს შორის ერთი მედალი მარიამ ცერცვაძემ მოიპოვა: +80კგ წონით კატეგორიაში ის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ჭაბუკებს შორის საქართველოს ნაკრები არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, ახალგაზრდებს შორის კი მეორე ადგილი დაიკავა.

ჭაბუკები: 

ჩემპიონი: კობა აკოფაშვილი (70კგ)
II ადგილი: ანზორ სიდამონიძე (52კგ), ვიტალი ქაქუთია (56კგ), ელიზბარ თურქია (60კგ), გიორგი ჩაგელიშვილი (87კგ), საბა ინანეიშვილი (+87კგ)
III ადგილი: ვახტანგ ტაბარუკიშვილი (56კგ), გიორგი შერაზადიშვილი (81კგ)

ახალგაზრდები: 

ჩემპიონი: გაგა ბახტიძე (68კგ), თორნიკე გვიჭიანი (74კგ)
II ადგილი: ომარ საური (100კგ), ლევან ცარელაშვილი (+100კგ)
III ადგილი: გიორგი მეხრიშვილი (48კგ), გოგა ვარდოსანიძე (52კგ), დიმიტრი კობაური (82კგ), გოჩა ღვაჩლიანი (90კგ)

გოგონები, ახალგაზრდები:
II ადგილი: მარიამ ცერცვაძე (+80კგ)

 

 

 

 

ცხელი ამბები