Aa
Aa

"მანჩესტერმა" "რეალს" პოგბას ფასი დაუსახელა! ზაფხული ახლოვდება, ტემპერატურა იმატებს

პოგბას შესახებ საუბრები არ წყდება. ამჯერად უახლეს ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დირექტორთა საბჭომ პოლ პოგბას აგენტს მინო რაიოლას განუცხადა, რომ ფრანგი ნახევარმცველი „ოლდ ტრაფორდს“ 130 მილიონ ფუნტზე ნაკლებად ვერ დატოვებს.

რაიოლამ კი ხსენებული ინფორმაცია „რეალის“ წარმომადგენლებს გადასცა.

პოგბას მიმართ ინტერესს თავად ზიდანი იჩენს, თუმცა „მანკუნიანელები“ სულშერის გუნდის შენებას ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის ირგვლივ გეგმავენ. ამრიგად, ინგლისელები მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ისახავენ მიზნად.

ესპანური Marca ირწმუნება, რომ “მანჩესტერმა“ პოგბას ფასი 130 მილიონამდე განზრახ აწია, რათა სხვა კლუბების მხრიდან მის მიმართ დაინტერესება გაენელებინა.

„იუნაიტედი“ ახალი სეზონიდან პოგბასთვის კაპიტნის სამკლაურის დაბრუნებასაც გეგმავს.

„რეალს“ დიდი გეგმები აქვს, თუმცა რამდენად განახორციელებს ამ ყველაფერს ეს რთული სათქმელია, რადგან ზიდანის სიაში საკმაოდ ვარსკვლავური გვარები ფიგურირებენ - აზარი, სტერლინგი, მანე, პოგბა და სხვები.

მსგავსი დონის ტრანსფერების განხორციელებას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, რაც თვით ფლორენტინო პერესისთვისაც კი ურთულესი იქნება.

ნებისმიერ შემთხვევაში პოგბას ბედი „იუნაიტედის“ ოთხეულში მოხვედრაზე იქნება დამოკიდებული. თუ, სულშერის გუნდი პრემიერლიგაში ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩება, ფრანგი ფეხბურთელი 99%-ით გუნდს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები