ფოლაუ ნაკრებიდან მოკვეთეს
Aa
Aa

ფოლაუ ნაკრებიდან მოკვეთეს

ავსტრალიის რაგბის კავშირმა ისრაელ ფოლაუ ნაკრებიდან დაითხოვა.

გასულ კვირას ავსტრალიული რაგბის ლეგენდამ ინსტაგრამზე დაწერა , რომ „ყველა გეი ჯოჯოხეთში მოხვდება“ 

რაგბის კავშირმა ფოლაუ ჰომოფობიაში დაადანაშაულა.

ამ გადაწყვეტილებით მორაგბე იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრები „ბორჯღალოსნებთან“ ერთად D ჯგუფში  იმყოფება.

სპორტსმენმა ეროვნულ ნაკრებში 62 შეხვედრა გამართა, სადაც ლელო 32-ჯერ დადო.

ასევე მორაგბე „უოროტას“ რიგებში ასპარეზობდა და 2014 წელს კლუბთან ერთად „Super Rugby“-ის ტიტული მოიპოვა.

ცხელი ამბები