ბითაძემ ფინალის მეორე მატჩიც წააგო
Aa
Aa

ბითაძემ ფინალის მეორე მატჩიც წააგო

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტი” “ცრვენა ზვეზდასთან” ადრიატიკის ფინალურ მატჩში უშანსოდ  69:107 წააგო და ფინალურ სერიაში 0:2 მარცხდება.

ქართველი ცენტრი თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა მთლიანად “ბუდუჩნოსტმა” ვერ ითააშა. სერბული გუნდი ჩემპიონობას 1 ნაბიჯით მიუახლოვდა, თუმცა მომდევნო 2 შეხვედრა სტუმრად, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში ელის, სადაც ბითაძის გუნდი გათანაბრებას ეცდება.

19 წლის ქართველმა ცენტრმა ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სანამ მე-5 პერსონალურ ფოლს მიიღებდა, მოედანზე 18:28 წუთი დაჰყო.

ბითაძემ 2-დან 1 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 5 მოხსნა მიუმატა.

ადრიატიკის ლიგის ჯერაც მოქმედი ჩემპიონი სიტუაციის გამოსწორებას მშობლიურ პოდგორიცაში ეცდება, სადაც ფინალის მე-3 მატჩი 17 აპრილს გახლავთ დაგეგმილი.

თუკი “ბუდუჩნოსტმა” ჩამორჩენა შეამცირა, შინ, კიდევ ერთ შეხვედრას 19 აპრილს ჩაატარებს, საჭიროების შემთხვევაში გადამწყვეტი შერკინება კი 22 აპრილს ბელგრადში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები