Aa
Aa

"ბაიერნი" ძანიოლოს სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ჩამოდის!

იტალიური „რომას“ 19 წლის ტალანტს, ნიკოლო ძანიოლოს, მიუნხენის „ბაიერნის“ სახით, კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.

როგორც გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, მიუნხენელები ნიჭიერი შემტევის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ჩამოდიან, მის შესაძლო ტრანსფერზე „ჯალოროსისთან“ მოლაპარაკებას კი უახლოეს პერიოდში წამოიწყებენ.

ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერით რამდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდება - „იუვენტუსი“, „სიტი“, „რეალი“ და პსჟ. აღსანიშნავია, რომ თავად ძანიოლო ბავშვობიდან „იუვენტუსის“ გულშემატკივარია.

ძანიოლო „რომაში“ გასულ ზაფხულს „ინტერიდან“ გადავიდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 6 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები