30 წელი
Aa
Aa

30 წელი "ჰილსბოროს ტრაგედიიდან"

ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 15 აპრილს, შეფილდის გარეუბნის, ჰილსბოროს სტადიონზე, ტრიბუნაზე ჭყლეტვის შედეგად, 96 ადამიანი გარდაიცვალა.

FA CUP-ის ნახევარფინალურ მატჩში „ნოტინგემ ფორესტი“ „ლივერპულს“ ხვდებოდა, შემთხვევა მერსისაიდელთა გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე მოხდა, რასაც „წითლების“ 96 გულშემატკივრის სიცოცხლე შეეწირა, 766-მა ადამიანმა კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ამავე სტადიონზე აღნიშნულ ტრაგედიამდე კიდევ რამდენიმე ნაკლებად მასშტაბური შემთხვევა მოხდა. მაგალითად, 1981 წელს, „ტოტენჰემისა“ და „ვულვზის“ მატჩისას სტადიონის გაუმართავობის გამო, 38 ადამიანი დაშავდა.
არსებობდა ვარაუდი, რომ ტრიბუნები იმ დაწოლას ვერ უძლებდა, რამდენ ადამიანზეც ის იყო მოწყობილი, შესაბამისად, ტევადობის შემცირება აუცილებელი გახლდათ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგა.

ჰილსბოროს ტრაგედია პოლიციის მაღალჩინოსან დევიდ დუკენფილდს დაბრალდა, რომელმაც ერთი შესასვლელიდან გულშემატკივართა დასაშვებ რაოდენობაზე მეტის შესვლის ბრძანება გასცა.

„ლივერპულისა“ და „ჩელსის“ გუშინდელი შეხვედრისას მასპინძელთა ქომაგებმა ტრაგედიისას გარდაცვლილები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები