Aa
Aa

ნოიერი ორ კვირას გამოტოვებს

„მიუნხენის ბაიერნს“ „დიუსელდორფთან“ მოპოვებული გამარჯვება ძვირად დაუჯდა. შეხვედრის 51-ე წუთზე „რეკორდმაისტერის“ გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა, კუნთი დაიზიანა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.

გერმანული გუნდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 33 წლის მეკარემ ტრავმა მიიღო და „ბაიერნს“ ორი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. იგივე პრობლემის გამო ნოიერმა „ფრაიბურგთან“ და „ჰაიდენჰაიმთან“ გამართული მატჩებიც გამოტოვა.

„რეკორდმაისტერმა“ „დიუსელდორფი“ 4-1 დაამარცხა. მიუნხენელთა წარმატებაში უდიდესი წვლილი კინგსლი კომანმა შეიტანა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. თითო-თითო გოლი კი გნაბრის და გორეცკას ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ ნოიერის გარდა ნიკო კოვაჩის გუნდს მატს ჰუმელსიც გამოაკლდა. 30 წლის მცველმა ბარძაყის კუნთი გაიჭიმა და კლუბის განცხადებით საფეხბურთო აქტივობებს დროებით ჩამოშორდა.

„რეკორდმაისტერი“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძვის და გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე უშუალო კონკურენტს, „დორტმუნდს“, ერთი ქულით უსწრებს. მიუნხენელებს მიჯრით 5 ხუთი შეხვედრაა არ წაუგიათ და წარმატებული სვლის გაგრძელებას „ვერდერთან“ შეეცდებიან, რომელსაც საკუთარ კედლებში უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები