ტოტი: ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთში საკუთარი წვლილი შემიტანია
Aa
Aa

ტოტი: ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთში საკუთარი წვლილი შემიტანია

„რომას“ ლეგენდარული კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი „სანტიაგო ბერნაბეუს“ გუშინდელი დახვედრით აღფრთოვანებული დარჩა. როდესაც ფრანჩესკო მოედანზე შევიდა, 39 წლის ლეგენდას მთელი სტადიონი ფეხზე წამომდგარი, აპლოდისმენტებით აჯიდლოვებდა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ასეთი დახვედრა იმის დასტურია, რომ ფეხბურთში საკუთარი წვლილი შევიტანე. ასეთი ემოციები მთელი ცხოვრება გამახსოვრდება. რაც შეეხება თამაშს, მოკლედ ვიტყოდი, რომ რაღაც დაგვაკლდა“ – განაცხადა ჩესკო ტოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ჩემპიონთა ლიგის“ საპასუხო მერვედფინალური თამაში კვლავ მადრიდის "რეალის" გამარჯვებით დასრულდა(2-0), ტოტი კი მინდორზე ბოლო 15 წუთით შევიდა. მატჩის დასრულების შემდეგ "ჩესკომ" სერხიო რამოსს თავისი ავტოგრაფიანი მაისურიც გადასცა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები