Aa
Aa

"მილუოკი" დაწინაურდა! "ბაქსმა" ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" გაანადგურა

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტმა“ პლეიოფის პირველი რაუნდის საწყის შეხვედრაში სრული კრახი განიცახა. „პისტონსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის აშკარა ფავორიტს, „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა. „ხარირმებმა“ მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს და 35 ქულიანი სხვაობით, 121-ით 86 იმარჯვეს.

„მილუოკიმ“ წარმატებას გუნდური კალათბურთის ხარჯზე მიაღწია. მაიკ ბუდენჰოლცერის კოლექტივის რიგებში 10 ქულიანი ნიშნული ერთბაშად 7-მა მოთამაშემ გადალახა. საუკეთესო კი რა თქმა უნდა იანის ანტეტოკოუნმპო გახლდათ, რომელმაც შეხვედრა 24 ქულითა და 17 მოხსნით დაასრულა.

„მილუოკის“ არსებობის განმავლობაში პლეიოფში 35 ქულაზე მეტი სხვაობით მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული. 1971 წელს „ბაქსმა“ „სან ფრანცისკო უორიორსი“ 136-86 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ დუეინ კეისის შეგირდები გუნდის ერთ-ერთ ლიდერის, ბლეიკ გრიფინის გარეშე ასპარეზობდნენ. 30 წლის მძიმე ფორვარდს მუხლის ტრავმა აწუხებს, თუმცა დიდი ალბათობით პარკეტს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება. გრიფინის არყოფნაში „პისტონსის“ მხრიდან 21 ქულით ლუკ კენარდი გამოირჩა. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ქართველმა კალათბურთელმა 17 წუთი და 37 წამი ითამაშა და აქტივში 5 ქულა და 9 მოხსნა ჩაიწერა.

„მილუოკისა“ და „დეტროიტის“ მომდევნო შეხვედრა 18 აპრილს შედგება. მატჩი თბილისის დროით 04:00-ზე დაიწყება და კვლავ „ფისერვ ფორუმზე“ გაიმართება. სამომავლო დაპირისპირებას. გავრცელებული ინფორმაციით „პისტონსს“ პირველი რაუნდის ყველა მატჩის ჩატარება ბლეიკ გრიფინის გარეშე მოუწევს, რაც დუეინ კეისის გუნდის ისედაც მიზერულ შანსებს ერთიორად ამცირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები