4 ლელო და "ბორჯღალოსნების" კარგი გამოსვლა არგენტინელი "პუმების" წინააღმდეგ

სიახლე 13.04.2019
A+ A- 23:54

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებთან გამართულ მატჩში, აქამდე ჩატარებულ შეხვედრებს შორის საუკეთესო თამაში აჩვენა და 75-ე წუთამდე ლიდერობდა, თუმცა ბოლოს თავადაც გაუშვა მეოთხე ლელო და გამარჯვება მეტოქეს დარჩა - 32:26.

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე სერთაშორისო სერია მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპია. მას მწვრთნელები მაღალ სათამაშო ტემპთან შესაჩვევად, მოთამაშეებისა და ტაქტიკური მონახაზების დასახვეწად და შეცდომების აღმოსაფხვრელად იყენებენ.

ოთხი დღის წინ ჩვენი გუნდი მასპინძელთა 20-წლამდე ნაკრებს ეთამაშა და შეხვედრა სამხრეთ აფრიკამ 58:10 მოიგო. ამჯერად თამაშის ხარისხი ბევრად უკეთესი, თუმცა არგენტინის დასამარცხებლად, რომელმაც ოთხი დღით ადრე ნამიბია XV 64:8 დაამარცხა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, მწვრთნელებმა და მორაგბეებმა კიდევ ბევრი რამ ისწავლეს, რაც ასახვას არგენტინაში, ოფიციალურ ტურნირზე ჰპოვებს.

თამაში საქართველოს შეტევებით დაიწყო და გუნდმა მალევე შეძლო სოლიდური უპირატესობის მოპოვება. ქართველი მორაგბეები, ისევე, როგორც სამხრეთ აფრიკელებს, შერკინებაში არგენტინელებსაც მაგრად ჯაბნიდნენ და მეტოქეს დაჯარიმებას აიძულებდნენ. მეორე ასეთი ეპიზოდის შემდეგ, მოლის დაყენება ვერ მოხერხდა, თუმცა წითელ ზოლში ფორვარდებმა და ხაზის მოთამაშეებმა რიგრიგობით უტიეს, რამაც სამხრეთ ამერიკელთა დაცვაში ნაპრალები გააჩინა, თედო აბჟანდაძემ ხაზი გაჭრა და ლელოთი ანგარიში გახსნა.

მე-14 წუთზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მარცხენა ფრთაზე შერკინებიდან შეუტია, ბექა ყორიაულმა ბურთი მიხეილ ალანიას ამოუგდო და მანაც ალამთან ლელო გაიტანა. აბჟანდაძემ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ორიოდე წუთში დერეფნიდან კიდევ ერთხელ შევუტიეთ, თითქმის ცენტრიდან ბურთი კვლავ მარცხენა, მოკლე ფრთაზე ჩათამაშდა და ოთარ ძაგნიძემ ანგარიში 19:0 გახადა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო.

არგენტინელები მაღალ ტემპში, ხეელდახელ ბურთაობით ცდილობდნენ უპირატესობის შექმნას, მაგრამ ქართველთა მხრიდან თავგანწირულ დაცვას აწყდებოდნენ და ხასიათი რომ არ წახდომოდათ ტაიმის შუაში ჯარიმით 3 ქულა აიღეს. 27-ე წუთზე, იოანე იაშაღაშვილის სინბინის შემდეგ კაცნაკლულები დავრჩით. ამას დერეფანში ბურთის დაკარგვა მოყვა, რითაც მეტოქემ ისარგებლა, სწრაფად გაშალა კონტრშეტევა და ერთი ლელო გაქვითა. უნდა ითქვას, რომ წინა მატჩის მსგავსად, დერეფანში ახლაც რამდენჯერმე დავკარგეთ ბურთი.

ნახევარი საათის თავზე ზე-რაგბის მსგავსი ეპიზოდის მომსწრენი გავხდით. არგენტინელები მაღალ ტემპში უტევდნენ და ფაზებიც მრავლად აკინძეს, ქართველებმა თავი დაიცვეს, მეტოქეს შეცდომის დაშვება აიძულეს და თავისი 22-იდან ხელდახელ, მაღალ ტემპში თავად შეუტიეს. რამდენიმე წამში ბურთაობით დაახლოებით 80 მეტრის მოგების შემდეგ, ლელოს გატანა გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბოლო პასმა არ ივარგმა და ულამაზესი ლელო ვერ შედგა.

34-ე წუთზე არგენტინელების კიდევ ერთი სწრაფი შეტევისას თავს კარგად ვიცავდით, მეტოქემ ფეხით ითამაშა, მაგრამ ბურთი ვერ შევინარჩუნეთ, ის რაქიდან სწრაფად გავიდა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. ამრიგად, „პუმიტასმა“ მეტობა კარგად გამოიყენა და ამ პერიოდში ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით 12 ქულა მოიპოვა.

მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინელებმა ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, რის შემდეგაც ქართველებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და დიდი დრო შეტევაში გაატარეს. ამ პერიოდში ახლოდან არ დავარტყით ჯარიმა, თუმცა ვერც შერკინებიდან ვიხეირეთ, მერე აბჟანდაძეს ჯარიმა შორიდან გაუცუდდა, მომდევნო ეპიზოდში კი ბოლო პასი არ გაკეთდა და მარჯენა ფრთაზე მეტობა გამოუყენებელი დარჩა.

„პუმიტასი“ ხშირად ჯარიმდებოდა და სინბინით დაისაჯა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დერეფნიდან მოლი დააყენეს და ლელოში შევიდნენ, მაგრამ რეფერიმ დამიწება ვერ დაინახა. საქართველომ სათამაშო უპირატესობა ქულებში 63-ე წუთზე ასახა, მარცხენა ფრთაზე, სადაც დიდი უპირატესობა გვქონდა, ბურთი რაქიდან გავიდა, ლუკა გელაშვილმა ის იოსებ გუშარაშვილს გაატანა და მანაც ჩვენი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა, ხოლო ლაშა ლომიძემ გარდასახა - 26:18.

სამწუხაროდ, ამ ლელოს ოდნავი მოდუნება მოყვა, რითაც სხარტმა არგენტინელებმა კარგად ისარგებლეს, ორ წუთში ხაზი სუფთად გაიჭრა და სხვაობა კვლავ მინიმუმამდე დავიდა. არგენტინელებს იმდენად სურდათ მოგება, რომ 71-ე წუთზე ცენტრიდან ჯარიმა კარში დაარტყეს და ვერ გაიტანეს. ორიოდე წუთში ხაზი მარცხენა ფრთაზე გაიჭრა და ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ იაშაღაშვილმა ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეს ბურთის დამიწების საშუალება არ მისცა. კიდევ ორ წუთში დაცვა მეტოქის ფორვარდების შემოტევას წინ აღუდგა, თუმცა სხრატ 9 ნომერს ვერაფერი მოუხერხა და მანაც გამარჯვების ლელო გაიტანა.

მიუხედავად მცირედი ჩამორჩენისა, ეს იყო ამ ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრების საუკეთესო თამაში. იყო შეცდომებიც, რომელთა გამოსწორება 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე უნდა მოხდეს და ჩანდა პოტენციალი, რამაც არგენტინაში უკეთეს შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს. მანამდე კი, სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე კიდევ ერთი მატჩია, ნამიბია XV-თან, რომელიც 17 აპრილს საქართველოს დროით 16:15 საათზე დაიწყება.

20 წ. საერთაშორისო სერია. ვესთერნ ქეიფი (სამხრეთ აფრიკა)

13 აპრილი

საქართველო U20 vs არგენტინა U20 26:32 (19:15)

საქართველო: 15. რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), 14. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ოთარ ძაგნიძე (აია), 10. თედო აბჟანდაძე  (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი); 1. გიორგი ახალაძე (მასი), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 6. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 7. საბა ჯღარკავა (ლელო), 8. ბექა ყორიაული (ლელო).

მარქაფა: 16. საბა კურატაშვილი (არმაზი), 17. ლუკა ჭელიძე (ტულონი), 18. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო), 20. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 24. ირაკლი სიმსივე (აია), 25. დავით გობეჯიშვილი (აია), 26. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 27. ოთარ ლაშხი (ლელო), 28. გიგი ლეშკაშელი (აია).

ისვენებდნენ: კობა კოლოტაური (ლელო), გეგი მურუსიძე (არმაზი).

4 ლელო: აბჟანდაძე, ალანია, ძაგნიძე, გუშარაშვილი

3 გარდასახვა: აბჟანდაძე (2), ლომიძე

rugby.ge

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან-პრის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში რუსეთის ნაკრები დაამარცხა, რითაც თავად შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო რუ...

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალისტები გამოვლინდა და 8 საუკეთესო გუნდს შორის საქართველოს ნაკრებიც მ...

მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ქართველი რიკიში გაგამარუ მასარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი გულშემატკივრებს მიმდინარე ბაშოზე დაფიქსირებული შედეგის გამო ბოდიშ...

21 ივლისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტს აიღებს ევროპის XV ახალგაზრდული  ოლიმპიური ფესტივალი, სადაც მონაწილეობას სპორტის 10 სახე...

სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდელაზიზი აცხადებს, რომ ფლოიდ მეივეზერი მათ ბრძოლის გამართვას სთავაზობს, მეტიც ფლოიდი მათ ეხვეწება. დაღესტნელი მებრ...

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე განახლებულ მსოფლიო რეიტინგში მერვე პოზიციაზე გავიდა. სანდრო მერვე ადგილს ფრანგ ბოლად აპიტისთან იყოფს. მსოფლიო ჩემპიო...

ლატვიელი გროსმაისტერი იგორ რაუსისი სტრასბურგში გამართულ ტურნირზე სკანდალში გაეხვა. 58 წლის მოჭადრაკე მატჩების მიმდინარეობის დროს საპირფარეშოში გადიოდა...

სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...

საქართველოს ეროვნული ჭიდაობის ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა. ფედერაციის იურისტმა კესო ჩხიკვაძემ სამივე ბრალდებას პასუხი გასცა. გუშინ არასა...

ხელბურთის ევროტურნირებზე 2019-20 სეზონში საქართველოს ქვეყნის ჩემპიონი ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ იასპარეზებენ. EHF თასის პირველ საკვ...

სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...

არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" სპორტული ფედერაციების დაფინანსების პოლიტიკაზე ვრცელი დასკვნა მიუძღვნა. Crystalsport....

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი , მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კო...

სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...

მსოფლიო კრივმა დიდების დარბაზის წევრი - პერნელ ვიტაკერი დაკარგა. ვიტაკერი 55 წლის ასაკში ვირჯინიას შტატში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდა...

დღეს უნგრეთის დედაქალაქში, ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრების პირველ დღეს დაშნასა და ხმალში საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა იასპარეზა...

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა კოლომიეში გამართული 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი მე-8 ადგილზე დაასრულა და ტოკიოს საგზურისთვის ...

რეკომენდებული სიახლეები
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
20.07.2019
საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან-პრის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში რუსეთის ნაკრები დაამარცხა, რითაც თავად შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო რუ...
20.07.2019
39 წლის ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ შესაძლოა კარიერა განაახლოს. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონთან კონტრაქტის გაფორმება მალტურ ‘...
20.07.2019
ნეიმარის ტრანსფერი ჩიხში შედის. პსჟ მის სანაცვლოდ საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს, რომლის გადახდა არცერთ გუნდს არ სურს, თავად ბრაზილელს კი გუნდიდან წასვლა უ...
20.07.2019
37 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამერიკის მთავარ საფეხბურთო ლიგა MLS-ში ბრწყინვალე თამაშს განაგრძობს. შვედმა ვარსკვლავმა დასავლეთ კონფერენციის უძლიერეს გუნ...
20.07.2019
Crystalbet ეროვნული ლიგის ოფიციალურმა საიტმა "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. საუბარი "შერიფთან" შეხვედრებსა და ზაგრ...
20.07.2019
თურქული მედიის ცნობით კოლუმბიელმა ფორვარდმა რადამელ ფალკაომ კარიერა შესაძლოა ''გალათასარაიში'' გააგრძელოს. სტამბოლურმა კლუბმა სამხრეთამერიკელს კონტრაქ...
20.07.2019
ფრანგული პსჟ ნეიმარის კლუბიდან წასვლის შემთხვევაში ბრაზილიელის შემცვლელად პაულო დიბალას მოიაზრებს. ფრანგული მედიის ცნობით პარიზული კლუბი მზადაა არგენტ...
20.07.2019
ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციისას ჟურნალისტების მიერ პოლ პოგბას შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ კლუბს დრო 31 აგვისტომდე აქვს. Marca ...
20.07.2019
ბათუმის "დინამომ" ფრანგული "გრენობლიდან" ჯაბა ჯიღაური გადაიბირა და იგი საზოგადოებას დღეს წარუდგინა. ბათუმელთა ფეისბუქის ოფიციალური გვერდის ცნობით, მხა...
20.07.2019
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-2 ტურში ჯიმი ტაბიძემ "კრასნოდარის" წინააღმდეგ 2 გოლი გაიტანა, თუმცა მათგან ერთი - საკუთარი გუნდის კარში. ქართველის "უფასთვის"...
20.07.2019
უკანასკნელი სიახლეები