ქართველთა 3 მედალი ევროპირველობაზე
Aa
Aa

ქართველთა 3 მედალი ევროპირველობაზე

კლასიკურ ჭიდაობაში რუმინეთში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 67 კგ. წონით კატეგორიაში საჩინო დავითაია ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა, ქართველი სპორტსმენი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ, რუს არტიომ სურკოვსთან მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. 

მეტოქის ხისტი მოქმედების გამო საჩინო დავითაიას წარბი გაუსკდა, მან მთელი ორთაბრძოლა ტრავმით წარმართა და ევროპირველობა მედლის გარეშე დაასრულა.

82 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე ოქროს მედლისთვის დანიის წარმომადგენელ ბისულტანოვს შეხვდა. ფინალური შეხვედრა სკანდინავიელის გამარჯვებით 4:3 დასრულდა.

შეგახსენებთ, 63 კგ. წონით კატეგორიაში ლევან ქავჟარაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა გადამწყვეტ შეხვედრაში პოლონელი ტრაცზი დაამარცხა და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.

130 კგ. წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაია ოქროს მედლისთვის ტიტულოვან თურქ რიზა კაიასთან დამარცხდა. თურქმა სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონობა მეცხრედ იზეიმა, რაც ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. საქართველოს მეორე მედალი ქაჯაიამ მოუტანა. გობაძის მიერ მოპოვებული ვერცხლის მედლის ჩათვლით საქართველომ კლასიკურ ჭიდაობაში 3 მედალი მოიპოვა: 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ცხელი ამბები