ბუღრიძის ბრწყინვალე ''ფინტი'' და ქომაგთა აღიარება
Aa
Aa

ბუღრიძის ბრწყინვალე ''ფინტი'' და ქომაგთა აღიარება

ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატში ევროპა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდთა ა ჯგუფში ''ბეერსხოტმა'' შინ ''ეიპენი'' 2:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში კვლავ მოხვდა 21 წლის ქართველი შემტევი ირაკლი ბუღრიძე, რომელმაც 28-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა და მისი საგოლე გადაცემის შემდეგ ანგარიში გაიხსნა.

საგოლე გადაცემის გარდა ბუღრიძე ძალიან აქტიური იყო და ერთ ეპიზოდში ბრწყინვალე ''ფინტი'' შეასრულა.

 

ირაკლი ბუღრიძემ საგოლე გადაცემა ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა. მან ''ოსტენდესთან'' მატჩშიც შეასრულა საგოლე პასი და ქომაგთა გამოკითხვით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოკითხვა რამდენიმე დღე მიმდინარეობდა და გამარჯვებული დღეს გამოვლინდა, ქართველი შემტევი საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები