Aa
Aa

"არსენალი" ალდერვეირელდის შეძენას გეგმავს - ემერის ტრანსფერებისთვის სასაცილო რაოდენობის თანხა გამოუყვეს

"არსენალი" თანაქალაქელი "ტოტენჰემიდან" ბელგიელი მცველის ტობი ალდერვეირელდის შეძენას გეგმავს.

30 წლის მცველს "მეთოფეები" ძირითადში მოიაზრებენ. მისი გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ფუნტია.

ალდერვეირელდი "ტოტენჰემში" ხელშეუხებელ ფიგურად არ ითვლება. მას თამაში როტაციაში უწევს და რა თქმა უნდა "არსენალი" გაცილებით უკეთეს პირობებს სთავაზობს.

უნაი ემერის გუნდს გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა სურს და შემადგენლობის გაძლიერებასაც გეგმავს.

სურვილი ერთია და მისი განხორციელება მეორე. "არსენალი" გაუგებარი და საკმაოდ სუსტი პოლიტიკის გატარებას განაგრძობს. ემერის ტრანსფერებისთვის ამ ეტაპზე მხოლოდ 40 მილიონი ფუნტი გამოუყვეს, რაც დღევანდელი მონაცემებით უბრალოდ სასაცილო თანხაა.

"არსენალის" მიერ ნაჩვენები შედეგები კლუბის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებების ზუსტი ანარეკლია.

რაც შეეხება ბელგიელ უაკანახაზელს, ის "ტოტენჰემის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 150 შეხვედრაში 6 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები