რონალდუმ „ბარსელონას“ ლეგენდის რეკორდი დაამხო!
Aa
Aa

რონალდუმ „ბარსელონას“ ლეგენდის რეკორდი დაამხო!

მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ „ჩემპიონთა ლიგის“ ფლეი–ოფში ჩატარებული მატჩების რაოდენობით „ბარსელონას“ ლეგენდის, ხავი ერნანდესის რეკორდი დაამხო.

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა კაპიტანმა ფლეი-ოფში 56 თამაში ჩაატარა. გუშინ კი, რონალდუმ ეს მაჩვენებელი გააუმჯობესა.

ფლეი–ოფში ჩატარებული თამაშებით რონალდოს და ხავის შემდეგ იკერ კასილასი მოდის, რომელსაც 55 მატჩი აქვს ჩატარებული. მეოთხეზე ანდრეს ინიესტაა 53 მატჩით, ხოლო ხუთეულს ლონდონის „ჩელსის“ ლეგენდა, ფრენკ ლამპარდი აგვირგვინებს 52 ჩატარებული მატჩით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები