მწვრთნელის გაუმართლებელი რისკი - დე იონგს ტრავმა გაუმიზეზდა და შესაძლოა
Aa
Aa

მწვრთნელის გაუმართლებელი რისკი - დე იონგს ტრავმა გაუმიზეზდა და შესაძლოა "იუვენტუსთან" ვერ ითამაშოს

ჰოლანდიის ერედივიზიონის შეხვედრაში "ექსლესიორის" წინააღმდეგ "აიაქსის" 21 წლის შუახაზელმა ფრენკი დე იონგმა ტრავმა გაიმიზეზა და მოედანი 28-ე წუთზე დატოვა.

დე იონგს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის პრობლემა წინა კვირაშიც ჰქონდა და მცირე ტკივილსაც გრძნობდა, თუმცა "იუვენტუსთან" პრობლემების გარეშე ითამაშა.

ამჯერად ამსტერდამელთა თავკაცმა ერიკ ტენ ჰაგმა გარისკა და საკუთარ მოედანზე მე-17 ადგილზე მყოფ "ექსელსიორთან" დე იონგი სასტარტოში დააყენა. "აიაქსმა" პრობლემების გარეშე 6:2 მოიგო. მწვრთნელის რისკმა კი არ გაამართლა და ფეხბურთელს ტრავმა გაუმიზეზდა.

ამ ეტაპზე არავინ იცის შეძლებს თუ არა ფრენკი ტურინში მოედანზე გასვლას.

"კუნთმა მას მოსვენების საშუალება არ მისცა, ფრენკი დისკომფროტს გრძნობდა და ჩვენც არ გავრისკეთ. ახლა დალოდების გარდა არაფერი დაგვრჩა. ვნახოთ გამოკვლევა რას გვიჩვენებს.

მატჩამდე დე იონგს ფეხი არ აწუხებდა და თავს კარგად გრძნობდა, თუმცა შეხვედრის მსვლელობისას მას გადაადგილება უჭირდა და მისი შეცვლის გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა ამსტერდამელთა მთავარმა მწვრთნელმა.

"აიაქსი" ტურინში ძირითადის მარცხენა მცველის ნიკოლა ტალიაფიკოს გარეშე ითამაშებს. არგენტინელს ბარათების გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. თუ ვერც დე იონგმა ითამაშა, ტენ ჰაგის გუნდის ნახევარფინალში გასვლის შანსები მინიმუმამდე დაიწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები