ვიდალი:
Aa
Aa

ვიდალი: "ყველანი "მანჩესტერზე" ვფიქრობდით...მთავარი იყო არ წაგვეგო"

ლა ლიგის 32-ე ტურში "ბარსელონა" "უესკას" ესტუმრა და ფრედ 0:0 ითამაშა. კატალონიელებმა 2 ქულა დაკარგეს და "ატლეტიკოსთან" ჰანდიკაპი 9 ქულამდე შემცირდა.

როგორც ჩანს, "ბარსელონას" მოთამაშეებს ხსენებული შეხვედრა ნაკლებად აღელვებდათ და მოედანზე მოსაგებად საერთოდ არ იყვნენ გასულები.

გუნდისთვის მთავარი არწაგება იყო, რასაც არტურო ვიდალის კომენტარიც ადასტურებს.

"ლა ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს ვართ, თუმცა ჩვენი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგება გახლავთ. ეს სიმართლეა, ვინც დღეს მოედანზე ვიმყოფებოდით ყველანი სამშაბათს "მანჩესტერთან" გასამართ შეხვედრაზე ვფიქრობდით.

რთული შეხვედრა გამოდგა და მიმაჩნია, რომ ფრე ლოგიკური შედეგი იყო. ნახევარდაცვის ცენტრში ჩვენმა ტრიომ პირველად ითამაშა და ეს ცოტა რთული იყო. სათამაშო სტილიც ახალი გვქონდა, პლუს მოედანიც ვერ იყო ბოლომდე იდეალურ მდგომარეობაში. ყველაფრის მიუხედავად მთავარი იყო არ წაგვეგო.

ახლა მთელს ყურადღებას "მანჩესტერთან" მატჩზე გადავიტანთ. ამის შემდეგ ვიფიქრებთ ლა ლიგის შეხვედრის მოგებაზე, რომელიც ტიტულთან ერთი ნაბიჯით ახლოს მიგვიყვანს".

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" "მანჩესტერს" სამშაბათს უმასპინძლებს, შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები