პარამოფარიკავეთა წარმატება! - ქართველთა 6 მედალი საფრანგეთში
Aa
Aa

პარამოფარიკავეთა წარმატება! - ქართველთა 6 მედალი საფრანგეთში

ქართველმა პარამოფარიკავეებმა საფრანგეთში გამართულ სატელიტ შეჯიბრზე 6 მაღალი სინჯის მედალი მოიპოვეს. ნინა თიბილაშვილმა ხმლითა და რაპირით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა, ირმხა ხეცურიანმა კი ხმალსა და რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედლის მფლობელი გვანცა ზადიშვილი გახდა. მან რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედლის მოპოვებით ასახელა სამშობლო.

საქართველოს გარდა აღნიშნულ ტურნირში 7 ქვეყნის პარამოფარიკავეები ასპარეზობდნენ. ქართველი სპორტსმენები სამშობლოში 16 აპრილს დაბრუნდებიან.

ცხელი ამბები