Aa
Aa

ჩაკვეტაძის გოლი! - ქართველმა ტალანტმა ''ანტვერპენს'' გაუტანა

ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ექვსეულის მორიგ ტურში ''გენტმა'' შინ ''ანტვერპენს'' უმასპინძლა. პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. შესვენების შემდეგ თამაშში გიორგი ჩაკვეტაძე ჩაერთო, რომელმაც 77-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 82-ე წუთზე რაფაელოვის გოლით კვლავ სტუმრები დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში ვითარება არ შეცვლილა, ''გენტი'' საკუთარ კედლებში 1:2 დამარცხდა.

19 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და მიმდინარე წელს პირველი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში მე-5 გოლი შეაგდო, საკლუბო და სანაკრებო მატჩების ჩათვლით კი მის ანგარიშზე საერთო ჯამში 10 გოლია (ბელგიის ჩემპიონატი - 5 გოლი, ბელგიის თასი - 1 გოლი, ერთა ლიგის გათამაშება - 4 გოლი).

მისი თანაგუნდელი გიორგი ქვილითაია თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო.

ამ ეტაპზე ბელგიის ელიტარული ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში ''გენტი'' 25 ქულით მე-6 ადგილზეა და ''ანდერლეხტს'' 1 ქულით ჩამორჩება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები