ქართველთა ორი მედალი კონტინენტის პირველობაზე!
Aa
Aa

ქართველთა ორი მედალი კონტინენტის პირველობაზე!

კლასიკურ ჭიდაობაში რუმინეთში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 63 კგ. წონით კატეგორიაში ლევან ქავჟარაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა გადამწყვეტ შეხვედრაში პოლონელი ტრაცზი დაამარცხა და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.

130 კგ. წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაია ოქროს მედლისთვის ტიტულოვან თურქ რიზა კაიასთან დამარცხდა. თურქმა სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონობა მეცხრედ იზეიმა, რაც ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. საქართველოს მეორე მედალი ქაჯაიამ მოუტანა.

ფინალში გასვლამდე ქაჯაიამ ფინელი ჰეიკი ლაჰტი დამაჯერებლად 9:0 დაამარცხა.  ქართველმა სპორტსმენმა პოლონელი კრაევსკისს იოლად სძლია და ნახევარფინალში რუსი სერგეი სემიონოვი დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების სპორტსმენებს 1 ბრინჯაოსა და 1 ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვთ. 67 კგ. წონით კატეგორიაში საჩინო დავითაია ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ასევე 82 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ორთაბრძოლები ხვალ, 14 აპრილს გაიმართება.

ცხელი ამბები