Aa
Aa

260 კილოგრამი და მორიგი რეკორდი! ლაშა ტალახაძის არაადამიანური შედეგი!

ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ქართული ტრიუმფით დასრულდა! ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ირაკლი თურმანიძემ 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ტიტანმა აკვრაში თავისივე დამყარებული რეკორდი 217 კგ დაამხო და 218 კგ აიტაცა! მესამე ცდაზე ლაშა არც კი გასულა!

აკვრაში ტალახაძემ ასევე მხოლოდ 2 ცდა გამოიყენა და 245 კილოგრამის შემდეგ 260 დააფიქსირა, რაც მსოფლიო რეკორდი გახლავთ! როგორც აკვრაში ისევე ორჭიდში.

რაც შეეხება თურმანიძეს, მან აკვრაში 241 კგ მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდის ჯამში მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ერგო.

ირაკლი თურმანიძის გამოსვლა


 

2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და 3 ოქრო - ასეთია ქართული მონაგარი ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე!

ისმის კითხვა - სად გადის ლაშა ტალახაძის შესაძლებლობების ზღვარი? იმედია ამ კითხვაზე პასუხს კიდევ დიდ ხანს ვერ მივიღებთ.

ცხელი ამბები