კაპელო: ''ოპონენტებში რონალდუს მიმართ შიში გაქრა''
Aa
Aa

კაპელო: ''ოპონენტებში რონალდუს მიმართ შიში გაქრა''

მადრიდის ''რეალის'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ მადრიდის ''რეალის,'' ზინედინ ზიდანის, კრიშტიანუ რონალდუსა და სხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა. კაპელოს სიტყვებს Marca ავრცელებს.

''ვფიქრობ ამჟამად ზინედინ ზიდანის ძალაუფლება გაცილებით დიდია, რადგან ამჯერად ფლორენტინო პერესმა თხოვა დაბრუნება. სიმართლე გითხრათ ზიდანის ''რეალში'' დაბრუნება ძალიან გამიკვირდა. მადრიდის ''რეალს'' გაძლიერება სჭირდება, ზიდანმა ეს საკითხი ძალიან კარგად იცის და სამი ფეხბურთელით გაძლიერების შანსი ექნება, რომლებიც გუნდს რეალურად გააძლიერებენ.

''რეალის'' ან ''ბარსელონას'' დასამარცხებლად მინიმუმ 2 გოლის გატანაა საჭირო. როცა რონალდუ ''რეალში'' თამაშობდა, მეტოქის მცველები შეშინებულები იყვნენ, მაგრამ ახლა ''იუვენტუსში'' ასპარეზობისას ანალოგიური შთაბეჭდილება არ მექმნება, ოპონენტები შეშინებულენი აღარ არიან. რონალდუს ''რეალიდან'' წასვლის შემდეგ მადრიდულ კლუბს გამარჯვებების მოპოვება უჭირს, რასაც ვერ ვიტყვით ''ბარსელონასთან'' დაკავშირებით.

პირადად ჩემი აზრით ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ''მანჩესტერ სიტია,'' თუმცა გასულ კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშეს ისე, როგორც პრემიერლიგაში ახერხებენ.

რონალდუსა და მესის შედარებისას განსხვავება ძალიან დიდია. მესი გენიოსია, რომლისგანაც ისეთ რამეს ველით, რაც მოულოდნელი და წარმოუდგენელია.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები